საჯარო სამსახურების ხელმძღვანელების ხელფასები და პრემიები
პოლიტიკა - 14:59, 15 May, 2014     1950

IDFI საჯარო სამსახურების ხელმძღვანელების მიერ ხელფასის და პრემიის სახით მიღებულ თანხებს ასაჯაროებს. 2013 წლის განმავლობაში სოლიდური თანხებია დახარჯული სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროში ავტომობილების ყიდვასა და ძველი ავტომობილების განახლებაზე.

„2014 წლის იანვრის მონაცემებით სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სასწავლო ცენტრის ბალანსზე 5 ავტომობილი ირიცხება, რომელთა საერთო ფასი 134 904.20 ლარს წარმოადგენს. 2013 წელს ცენტრმა ბალანსზე რიცხული ორი ავტომობილი განაახლა. 2006 წლის გამოშვების ავტომობილი Toyota „Camry” ცენტრმა ჩაანაცვლა 2010 წლის გამოშვების Hyundai Sonat-თი, ხოლო 1995 წლის Mercedes-Benz მინი ავტობუსი და 2010 წლის Mercedes-Benz მინი ავტობუსით ჩაანაცვლა. აღნიშნული ავტომობილების ჩანაცვლებისთვის ცენტრის მიერ 71 850 ლარი იქნა დახარჯული“, - ნათქვამია IDFI-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ასევე სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსის მოადგილესა და სხვა თანამშრომლებზე პრემიის სახით გაცემულია 133 722 ლარი.

„გასულ წელს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსს პრემია არ მიუღია, თუმცა მის სახელზე გაცემულმა სახელფასო დანამატმა 43 902 ლარი შეადგინა. სამსახურის უფროსის გარდა, სხვა თანამშრომლებზე სახელფასო დანამატი არ გაცემულა. რაც შეეხება უფროსის მოადგილეებსა და სხვა თანამდებობის პირებზე დარიცხულ პრემიებს, მათი ოდენობა ჯამში 133 722 ლარია, ხოლო 13 365 თანამშრომელზე 5 759 315,5 ლარი.

სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს უფროსი 2013 წელს - გარდა აპრილის თვისა - ყოველთვიურად იღებდა პრემიას, რომლის წლიურმა ჯამმა 30 625 ლარი შეადგინა. პრემიები ასევე დაერიცხათ დაწესებულების ხელმძღვანელის მოადგილეებსა და თანამშრომლებს. 2013 წელს სააგენტოს მიერ პრემიის სახით გაიცა სულ 401 415 ლარი.

საფინანსო ანალიტიკურმა სამსახურმა IDFI-ს 2013 წელს თანამდებობის პირებზე დარიცხული პრემიების შესახებ არასრულყოფილი ინფორმაცია მოაწოდა, რადგან მოწოდებულია მხოლოდ ჯამური რაოდენობა, თანამდებობის პირებისა და თვეების მითითების გარეშე. ასევე, სრულად არ იქნა მოწოდებული გასულ წელს გადაუდებელი აუცილებლობით გამოწვეული შესყიდვების შესახებ შეთანხმების ასლები, რადგან მოწოდებული არ არის სამსახურის წერილი გადაუდებელი შესყიდვის აუცილებლობის შესახებ, და არ არის მოწოდებული ინფორმაცია ყველა შესყიდვის თაობაზე. 2013 წელს საფინანსო ანალიტიკურ სამსახურში აუდიტორული შემოწმება არ განხორციელებულა, ხოლო სამსახურის თანამდებობის პირების მიერ ქვეყნის გარეთ განხორციელებული ოფიციალურ და სამუშაო ვიზიტებზე გაწეულმა სამივლინებო ხარჯებმა 15

173.34 ლარი შეადგინა.

თანამდებობის პირების 2013 წლის სამივლინებო ხარჯები სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოში კი ასე გამოიყურება:

- სააგენტოს დირექტორი - სულ 25 040.11 ლარი

- დირექტორის პირველი მოადგილე - სულ 6 762.25 ლარი

- დირექტორის მოადგილე - სულ 8 032.52 ლარი“, - ნათქვამია განცხადებაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42