საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის კახა კალაძის განცხადებით, საქართველო პოლიტიკური დაპირისპირებების, უკანონობის და შიშის დროს არასდროს დაუბრუნდება. ამის შესახებ კახა კალაძემ საარჩევნო ბლოკ „ქართული ოცნების“ თბილისის საკრებულოს დეპუტატობის კანდიდატების სიითი შემადგენლობის წარდგენისას განაცხადა:
“ჩვენ მოკლე ხანში დავამტკიცეთ, რომ ვართ ადამიანზე ორიენტირებული, პასუხისმგებლიანი, კანონმორჩილი ძალა, რომლისთვისაც და უძლეველი ბარიერი არ არსებობს. ჩვენ ვაშენებთ ჩვენსმომავალს, რომელიც მოვიპოვეთ და დავიმსახურეთ თქვენთან ერთად!
საქართველო არასდროს დაუბრუნდება პოლიტიკური დაპირისპირებების, უკანონობის და შიშის დროს. სოციალური სამართლიანობის დამკვიდრება, თითოეული მოქალაქის თავისუფლება, თანასწორობა და უკლებლივ ყველასთვის განვითარების თანაბარი შესაძლებლობების შექმნა ჩვენი მთავარი მიზანია.
ჩვენ ვაშენებთ სოციალურად ორიენტირებულ სამართლებრივ სახელმწიფოს. მე ვამაყობ, რომ ორი წლის წინ თქვენს მხარდამხარ მოვიპოვე უფლება თქვენთან ერთად შევქმნა ეს რეალობა!
ვამაყობ, რომ ვარ ამ ღირსეული საზოგადოების წევრი, თქვენი თანამებრძოლი და მეგობარი.
ყველამ ერთად სიყვარულით და ერთობით მივიყვანოთ ჩვენი გამარჯვება ბოლომდე. ერთად ავაშენოთ საქართველო. ერთად ვიზრუნოთ თბილისზე, ერთად ავაშენოთ თბილისი, ერთად ვიზრუნოთ საქართველოზე”, - განაცხადა კალაძემ.
მასალის გამოყენების პირობები






