მამუკა გორგოძე მსოფლიოს ნაკრებში მოხვდა
სპორტი - 12:56, 15 May, 2014     3992
სამხრეთ აფრიკის ნაკრები კეიპთაუნში მსოფლიოს ნაკრებს 7 ივნისს უმასპინძლებს. საგულისხმოა, რომ ამ უკანასკნელის მთავარი მწვრთნელი სამხრეთაფრიკელი ნიკ მალეტია, რომელმაც პლანეტის საუკეთესო მორაგბეების სია გამოაქვეყნა.

საქართველოს სპორტის სამინისტროს ინფორმაციით, მალეტის რჩეულთა შორისაა საქართველოს ნაკრების მესამეხაზელი მამუკა გორგოძე, რომელიც წლეულს, ისევე, როგორც აქამდე, შესანიშნავ სეზონს ატარებს.

მსოფლიოს ნაკრებში ახალი ზელანდიის, ავსტრალიის, სამხრეთ აფრიკის, სამოას, ტონგას, საფრანგეთისა და ირლანდიის კიდევ 22 მოთამაშე მოხვდა.

"ის მოთამაშეები, რომლებიც ამ მატჩისთვის შევარჩიე, არა მარტო გამოცდილები არიან, არამედ ამჟამადაც შესანიშნავ ფორმაში იმყოფებიან. მიუხედავად იმისა, რომ მოსამზადებლად ძალიან ცოტა დრო გვაქვს, მოუთმენლად ველი, როცა ყველა ამ ნიჭიერ მორაგბეს თავს მოვუყრი. ვფიქრობ, მათთან საერთო ენის გამონახვა არ გამიჭირდება.

წინ ძალიან საინტერესო მატჩი გველის. დარწმუნებული ვარ, ჩემი გუნდი "ბოკეს" სათანადო წინააღმდეგობას გაუწევს" - თქვა ნიკ მალეტმა.

აღსანიშნავია, რომ მსოფლიოს ნაკრებში ყველაზე გამოცდილი ახალზელანდიელი ენდრიუ ჰორია, რომელმაც ეროვნულ გუნდში 83 კეპი მოიხვეჭა. მას კვალში უდგას ფრანგი უკანახაზელი ორელიან რუჟერი, რომელმაც "ლე ბლოს" შემადგენლობაში 71 მატჩი გამართა.

გუნდში ორი ისეთი მორაგბეც მოხვდა, რომლებსაც ეროვნულ ნაკრებში არასდროს უთამაშიათ. ორივე სამხრეთაფრიკელია: რორი კოკოთი და სხალკ ფერეირა. მსოფლიოს ნაკრებში მოხვედრილი სამხრეთაფრიკელებიდან ყველაზე მეტი, 25 კეპი ბი ჯეი ბოთას აქვს მოხვეჭილი.

შეგახსენებთ, რომ მამუკა გორგოძემ საქართველოს ნაკრებში 51 მატჩი გამართა.

მსოფლიოს ნაკრები

შერკინება

სტეფონ არმითიჯი (ლონდონ აირიში, ავსტრალია), ალექსანდრ ლაპანდრი (კლერმონი, საფრანგეთი), როჯერ ვილოსნი (ალსტერი, ირლანდია), მამუკა გორგოძე (მონპელიე, საქართველო), ალისტერ ჰარგრეივსი (სარასენზი, სამხრეთი აფრიკა), ჯო ტეკორი (ტულუზი, სამოა), ივანდერ კრუხერი (მეტრო რასინგი, სამხრეთი აფრიკა), სხალკ ბრაიტსი (სარასენზი, სამხრეთი აფრიკა), ენდრიუ ჰორი (ახალი ზელანდია), სხალკ ფერეირა (ტულუზი, სამხრეთი აფრიკა), სონა ტაუმოლოლო (პერპინიანი, ტონგა), ბი ჯეი ბოთა (მანსტერი, სამხრეთი აფრიკა), კარლ ჰეიმანი (ტულონი, ახალი ზელანდია)

უკანა ხაზი

ჯეიმზ ოკონორი (ლონდონ აირიში, ავსტრალია), დრიუ მიტჩელი (ტულონი, ავსტრალია), ჰოსე გეარი (ტულუზი, ახალი ზელანდია), სიტივენი სივივიატუ (კლერმონი, ახალი ზელანდია), ორელიან რუჟერი (კლერმონი, საფრანგეთი), რენე რენჯერი (მონპელიე, ახალი ზელანდია), მეთ გიტო (ტულონი, ავსტრალია), ფრანსუა ტრინ-დუკი (მონპელიე), რორი კოკოთი (კასტრი, სამხრეთი აფრიკა), ჯიმი ქოუანი (გლოსტერი, ახალი ზელანდია).





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42