ბიზნესმენი ლევან ვასაძის თქმით, ანტიდისკრიმინაციულ კანონზე სასაუბროდ მას გადაცემაში მისვლაზე ყველა ტელევიზიამ უთხრა უარი.
ამის შესახებ განცხადება ბიზნესმენმა გადაცემა "ერთსულოვნებაში" სტუმრობისას განაცხადა.
მისი თქმით, თანხმობა მხოლოდ ნინო ჟიჟილაშვილისგან მიიღო რომელმაც მხოლოდ 10 წუთი გამოუყო ეთერში.
"მე მინდა მადლობა უთხრა ნინო ჟიჟილაშვილს რომელმაც დამპატიჟა ამ თემაზე სასაუბროდ ეთერში, მაგრამ იმანაც 10 წუთი მითხრა სხვა დრო არ მაქვსო. ყველა სხვა ტელევიზიაში იყო ბლოკი. თუ გინდა რომ მიხვიდე და ესაუბრო, შენი პოზიცია ცივილიზებულად გამოხატო, ეს არ შეიძლება. თუ დათანხმდები, მისვლას და ძიძგინს, მაშინ სადაც გინდა იქ მიდი, გაგაწყვეტინებენ სიტყვას, შეურაცხყოფას მოგაყენებენ. ისე ქნეს რომ ხალხმა არ იცის რა მიიღო ჩვენმა მთავრობამ. ახალი იდეოლგიური ფანდი. ეს იყო პარლამენტისთვის დაკვეთა რომელიც მათ შეასრულეს", - განაცხადა ვასაძემ.
მასალის გამოყენების პირობები






