ტელეკომპანია "მაესტროს" ეთერში გუშინ მოხდარ დაპირისპირებას ჟურნალისტსა და რესპოდენტს შორის სოციალურ ქსელში დიდი გამოხმაურება მოჰყვა. გადაცემა „ცხრიანის“ წამყვანის ნინო ჟიჟილაშვილის მიერ ეროსი კიწმარიშვილის მისამართით დასმულმა კითხვამ ბევრი ჟურნალისტი გაღიზიანა. როგორც სოციალურ ქსელში წერენ, ნინო ჟიჟილაშვილმა კიწმარიშვილთან პირადი წყენის გამო, პირდაპირ ეთერში რესპოდენტისთვის სამაგიეროს გადახდა მოინდომა. გუშინდელი ფაქტის გამო კოლეგები „ცხრიანის“ წამყვანს „საქციელ დაკაგულ ჟურნალისტად“ მოიხსენიებენ.
„ასე გამოიყურება საქციელ დაკარგული ჟურნალისტი - ჰო, და რა კარგია რომ თმა შევიჭერი, ძალიან "ორიგინალური" ლუქი დაუყენებია
1. პერსონალურად რაც შეგეხო, იმაზე საცვლიდან ამოხტომა, ხოლო "ვარდისფერი კოლგოტკების" ან რესპონდენტების მხრიდან სხვა უკიდეგანო უსაქციელობების პასუხად ნაზად "კორექტულობის" შეხსენება looks pathetic.
2. იმის მტკიცება, რომ რუსთაველ ამომრჩეველს ეროსის მიერ მაესტროს მიმართ ჩადენილი დანაშაული უფრო ანაღვლებს, ვიდრე ყოფითი საკითხები, არის ასევე დიდი იდიოტობა.
თუმცა არ გამკვირვებია - რესპონდენტის ფრაზების დამახინჯება პოლიტიკური პრეფერენციებიდან გამომდინარე, პირობის დარღვევა და ვიღაც ტალახის მსროლელთა დახვედრება სტუდიაში ცირკის მოსაწყობად და ა. შ. ყველაფერი იმაზე მიუთითებდა, რომ ოდესღაც ამ ჟურნალისტის უსაქციელობა უფრო მკვეთრ ფორმებს მიიღებდა.
დიდი მონდომება სჭირდება იმას, რომ ეროსი კიწმარიშვილი ვინმესთან მართალი აღმოჩნდეს“, - წერს „ტაბულას“ რედაქტორი თამარ ჩერგოლეიშვილი.
ამ ფაქტს ეხმაურება გადაცემა „განსხვავებული აქცენტების“ წამყვანი ეკას კვესიტაძეც.
„ხოდა, კიდევ ერთხელ ვიტყვი - მიკერძოებულობაზე პრეტენზიებს ვერავისგან ვერ მივიღებ“, - წერს კვესიტაძე სოციალურ ქსელში.
ასევე არასწორად მიიჩნევს ჟურნალისტის მიერ დასმულ კითხვას ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის წევრი თამარ რუხაძე.
„...ვერასოდეს ვიტყვი, რომ ეროსი კიწმარიშვილს ეს არხი არ გაუკეთებია ან ამ არხზე არაფერი გაუკეთებია მაშინდელ გენერალურ დირექტორთან და იმ დროისთვის უკვე ძალიან სტაჟიან და ასევე ახალ მაესტროელებთან ერთად“, - წერს რუხაძე.
გუშინ გადაცემა „ცხრიანში“ ეროსი კიწმარიშვილის სტუმრობისას წამყვანმა ნინო ჟიჟილაშვილმა მას შემდეგი კითხვით მიმართა: „არ გერიდებათ?, თქვენ როგორი იმიჯი გაქვთ როგორ ფიქრობთ?, რას ეტყოდით "მაესტროს" მაყურებელს?, ეს არის ნაწილი იმ კითხვებისა, რომელიც ეროსი კიწმარიშვილს მაესტროს ეთერში წამყვანმა დაუსვა.“
მასალის გამოყენების პირობები






