„ახლა მთელ მსოფლიოში ლაპარაკობენ იმაზე, თუ როგორ დაიმსხვრა პუტინის ოცნება ასეთ, არც ისე დიდ, გაუმაგრებელ, საკმარისად დაუცველ ქალაქში - დნეპროპეტროვსკში. აღმოჩნდა, რომ თქვენ ქალაქში პუტინმა თავისი სცენარის რეალიზება ვერ შეძლო“, - თქვა საქართველოს ექს-პრეზიდენტმა.
„მე მოვედი თქვენ ქალაქში იმიტომ, რომ დნეპროპეტროვსკში მიდინარე მოვლენებს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს უკრანის სახელმწიფოებრიობისათვის, ქვეყნის მომავლისათვის. ის, რომ თქვენ შეძელით ექსტრემიზმის აღკვეთა, უკრაინის დაშლის მსურველი ადამიანების შეჩერება, უცხოური დივერსიული მუშაობის ნეიტრალიზება, ის, რომ თქვენ ქალაქში შექმნეს არმიის ახალი პროტოტიპი, ადასტურებს ფაქტს, რომ დნეპროპეტროვსკი უკრაინის ცენტრი გახდა. თქვენი ოლქის ხელმძღვანელობას რეფორმების გასატარებლად ძალა და სურვილი გააჩნია. ვფიქრობ, რომ დნეპროპეტროვსკში მიმდინარე მოვლენებს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს არამარტო უკრაინისთვის, არამედ - მთელი ევროპისთვის“, - განაცხადა სააკაშვილმა დნეპროპეტროვსკში პრეს-კონფერენციაზე.

საქართველოს ექს-პრეზიდენტი, ვიზიტის ფარგლებში, დნეპროპეტროვსკის საოლქო საბჭოს ხელმძღვანელობას და სახელმწიფო ადმინისტრაციის წარმომადგენლებს, კერძოდ, გუბერნატორ იგორ კოლომოისკის შეხვდა. მან ერთ-ერთ ბლოკპოსტზე, დივერსანტების შეჭრისაგან ოლქის დამცველი მებრძოლები მოინახულა.
მიხეილ სააკაშვილი დარწმუნებულია, რომ ახლა დნეპროპეტროვკს სჭირდება საერთაშორისო რეკლამის გაკეთებაში დახმარება, და მზადაა კონსულტაციებისა დ საკუთარი გამოცდილების გასაზიარებლად.
მასალის გამოყენების პირობები






