საატესტატო გამოცდები 21 მაისს დაიწყება. მეთორმეტე კლასის მოსწავლეებს კიდევ 4 გამოცდის ჩაბარება მოუწევთ, ხოლო მათ, ვინც გამოცდების პირველ ეტაპზე საჭირო ქულა ვერ მიიღო, გამოცდების გადაბარების საშუალება მაისში კიდევ ერთხელ მიეცემათ.
გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მაია მიმინოშვილის განმარტებით, წელს გამოცდებთან დაკავშირებით რამდენიმე ცვლილება იგეგმება. მისივე თქმით, მე-11 კლასის მოსწავლეებს სასწავლო წლის ბოლოს იმ საგნებში ექნებათ გამოცდები, რომლის სწავლაც უკვე დაასრულეს.
„რიგი სიახლეები გვაქვს დაგეგმილი აბიტურიენტებისთვის და ამდენად ძალიან მნიშვნელოვანია მათთან პირისპირ შეხვედრა. 20 მაისს იქნება სავარჯიშო შეხვედრა, როცა ყველა მეთერთმეტე კლასის მოსწავლეს ექნება შესაძლებლობა გაივარჯიშოს. ვიწვევთ მეთორმეტე კლასელებს განმეორებით გამოცდებზე, რომლებმაც ვერ მოახერხეს ბარიერის გადალახვა საშემოდგომო სესიაზე“, - განაცხადა მაია მიმინოშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






