პარლამენტმა "ნაციონალური მოძრაობის" ინიციატივას, პარლამენტში ფარულ მოსმენებთან დაკავშირებით დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის შესახებ მხარი არ დაუჭირა, იციციატივის წინააღმდეგ 27-მა დეპუტატმა მისცა ხმა.
საპარლამენტო უმცირესობამ აღნიშნული კომისიის შექმნის ინიციატივით პარლამენტს გუშინ ბიუროს სხდომაზე მიმართა.
მათი განმარტებით, შინაგან საქმეთა სამინისტრო ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით არსებულ პრობლემას ვერ აგვარებს, რადგან საქმის გამოძიებით შსს ნაკლებადაა დაინტერესებული.
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრების განცხადებით, საგამოძიებო კომისია დეპუტატებით და არსამთავრობო სექტორის წარმომადგენლებით დაკომპლექტდებოდა, რაც საზოგადოების მხრიდან გარკვეულ ნდობას გამოიწვევდა. საბოლოოდ პარლამენტმა "ნაციონალური მოძრაობის" ინიციატივას მხარი არ დაუჭირა.
მასალის გამოყენების პირობები






