კულტურის სამინისტრო იაკობ გოგებაშვილის სახლ-მუზეუმში მომხდარ ფაქტს გამოეხმაურა
პოლიტიკა - 20:22, 14 May, 2014     2244

საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ერთ-ერთ სსიპ-ში - ვარიანის იაკობ გოგებაშვილის სახლ-მუზეუმში სამწუხარო ფაქტი მოხდა.

მუზეუმის მეორე სართულის მოაჯირი გადავარდა, რის შედეგადაც სამი ქალბატონი დაშავდა.

ქალბატონები ექსკურსიაზე მყოფი თბილისის ერთ-ერთი საშუალო სკოლის მოსწავლეების მშობლები აღმოჩნდნენ. ორი მათგანი მსუბუქად დაზიანდა, მესამის მდგომარეობა კი შედარებით მძიმეა.

კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით სახლ-მუზეუმის შენობას ახლახან ჩაუტარდა რეაბილიტაცია, ამიტომ 14 მაისს ვითარების გასარკვევად შემთხვევის ადგილს კულტურის მინისტრის, გურამ ოდიშარიას დავალებით მინისტრის მოადგილე ბადრი ბაგრატიონ-გრუზინსკი ეწვია.

აღმოჩნდა, რომ მომხდარზე სისხლის სამართლის საქმეა აღძრული და შემთხვევას შიდა ქართლის სამხარეო პოლიცია იძიებს.

კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო მომხდარის გამო მწუხარებას გამოთქვამს, დაშავებულებს მალე გამოჯანმრთელებას უსურვებს და იმედოვნებს, რომ სამართალდამცავები საქმეს დროულად და ობიექტურად გამოიძიებენ.

ვარიანის იაკობ გოგებაშვილის სახლ-მუზეუმში სამწუხარო ფაქტი ორი დღის წინ მოხდა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42