„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ განცხადებას ავრცელებს
პოლიტიკა - 19:38, 14 May, 2014     1943

საპარლამენტო ოპოზიცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ განცხადებას ავრცელებს, სადაც საუბარია იმაზე, რომ ხელისუფლება ცდილობს, მოახდინოს იმიტაცია, თითქოსდა მთავრობას ოპოზიცია მართლაც უსმენს:

“ჩვენს ხელთ არსებული სარწმუნო ინფორმაციის თანახმად, გუშინ, შინაგან საქმეთა სამინისტროს “მოდულის” შენობაში შედგა საიდუმლო თათბირი, სადაც საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მიზნით, დაიგეგმა მორიგი სპექტალის გათამაშება. ხელისუფლება აპირებს, მოახდინოს იმიტაცია იმისა, რომ თითქოსდა ხელისუფლებას მართლაც უსმენს ოპოზიცია. ამ მიზნით, უკვე შერჩეულია ძველი, ჩამოწერილი მოსასმენი აპარატურა.

ჩვენი ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტრო ინტენსიურად მუშაობს ყოფილ თანამშრომლებთან, რომ რომელიმე მათგანმა საკუთარ თავზე აიღოს და ყალბი ჩვენებით „დაადასტუროს“ მთავრობის მიერ შემოთავაზებული თავზეხელაღებული ვერსია. ცხადია, მსგავსი იაფფასიანი სპექტაკლი ვერ გადაფარავს არაერთგზის გამოაშკარავებულ ფაქტებს, რომლებიც ადასტურებენ იმას, რომ დღევანდელი მთავრობა აწარმოებს ტოტალურ მიყურადებას და უსმენს თავისსავე მინისტრებს. გვსურს, მოვუწოდოთ მთავრობას, ხელი აიღოს ამ სპექტაკლის დადგმაზე და ნუ ჩაიგდებს თავს კიდევ უფრო მძიმე მდგომარეობაში.

ასევე, მოვუწოდებთ სამართალდამცავი ორგანოების იმ თანამშრომლებს, რომელთაც აიძულებენ, მონაწილეობა მიიღონ ამ უკანონობაში, გამოიჩინონ სიმტკიცე და არ შეასრულონ უკანონო მითითებები, რადგან ამ უკანონობის ყველა მონაწილე პასუხს აგებს კანონის წინაშე”, - ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42