იმდენად იოლად და ეფექტურად ხდება დაკავებულთა გათავისუფლება, რომ სულ უფრო მეტი ადამიანი უფრო თამამად მუშაობს გამყოფ ხაზთან, - ამის შესახებ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა პაატა ზაქარეიშვილმა ჟურნალისტებს ბოლო პერიოდში საოკუპაციო რეჟიმის მიერ საქართველოს მოქალაქეების დაკავების ფაქტების გახშირების კომენტირებისას განუცხადა, რომ იმდენად იოლად და ეფექტურად ხდება დაკავებულთა გათავისუფლება, რომ სულ უფრო მეტი ადამიანი უფრო თამამად მუშაობს გამყოფ ხაზთან:
"ფაქტია, რომ ძალიან ეფექტიანად ვმუშაობთ და ის ხალხი, ვინც ამ შემთხვევაში აწარმოებს გარკვეულ სამუშაოს გამყოფი ხაზის გასწვრივ და ხდება საოკუპაციო რეჟიმის მსხვერპლი, დარწმუნებულია, რომ საქართველო მათ გვერდში დგას და მართლაც ძალიან ეფექტურად, სწრაფად ვახდენთ ამ ხალხის გათავისუფლებას. თუმცა, ყველას მოვუწოდებთ და ვთხოვთ, მაქსიმალურად ფრთხილად იყვნენ გამყოფი ხაზის გასწვრივ, მით უმეტეს ახლა, ივნისში დაგეგმილი ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერის კონტექსტში გამორიცხული არ არის შედარებით მეტი ზემოქმედება და პროვოკაციები, ვინაიდან ყველაზე უფრო სუსტი ადგილი ჩვენი არის ჩვენი მოქალაქეები, როცა მათ წინააღმდეგ ხდება ზემოქმედება.
ზომების მიღება ხდება რეგულარულად. ამ საკითხში ჭიპი მაქვს მოჭრილი. 20 წელია ვმუშაობ და ასეთი წარმატებული მოლაპარაკებები გათავისუფლებებზე, პრაქტიკულად არ მახსოვს არასდროს, რომ 4-5 დღეში ადამიანებს ათვისუფლებდნენ. ამას 2 მხარე აქვს, სამწუხაროა, რომ ადამიანებს აპატიმრებენ, მაგრამ მეორე მხარეა ის, რომ იმდენად იოლად ხდება და ეფექტურად მათი გათავისუფლება, რომ უფრო და უფრო მეტი ადამიანი თამამად მუშაობს იმ რეგიონში, სადაც ადრე თავს იკავებდა", - განაცხადა პაატა ზაქარეიშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






