,,ქართული სახელმწიფოს უსაფრთხოების ფუნდამენტურ საფუძვლებზე ტოტალური შეტევა მიმდინარეობს"
სოც.მედია - 17:12, 14 May, 2014     2849
პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი გივი თარგამაძე აცხადებს, რომ ქართული სახელმწიფოს უსაფრთხოების ფუნდამენტურ საფუძვლებზე გეგმაზომიერი, მიზანმიმართული, ფართომასშტაბიანი და ტოტალური შეტევა მიმდინარეობს.

„შეტევა ჯერ კიდევ 2 ოქტომბრის არჩევნებამდე დაიწყო, როდესაც ირაკლი ალასანიამ საჯაროდ დაასახელა სპეციალური დანიშნულების რაზმების იმ მებრძოლთა გვარები, რომლებიც საკუთარი და მათი ოჯახების ყოველდღიური სიცოცხლის რისკის ფასად ატარებდნენ ყველაზე რთულ ოპერაციებს მტრის ზურგში და რომლთა ლიკვიდაციისთვის რუსებს კონკრეტული გასამრჯელო ჰქონდათ დაწესებული. ხელისუფლებაში მოსვლისთანავე „ქართულმა ოცნებამ“ იერიში მიიტანა სპეციალური დანიშნულების რაზმების მთელს სისტემაზე და პრაქტიკულად დაანგრია იგი. მოხდა მრავალი სპეცრაზმელის გამოყრა, რაზმების გადაფორმატება, გადაქვემდებარება, დისლოკაციის ადგილების შეცვლა.ამის შემდეგ დაიწყო კონკრეტული სპეცრაზმელების შევიწროვება, შანტაჟი, დევნა და ზოგიერთ შემთხვევაში დაპატიმრებაც“, - განაცხადა გივი თრაგამაძემ.

მისივე თქმით, ამის ყველაზე ნათელი მაგალითი სპეცრაზმელ რომან შამათავას საქმეა. თარგამაძის განმარტებით, ალასანიას მიერ დასახელებულთაგან ერთ-ერთი რომან შამათავაა.

„შამათავას პატიმრობას ამყარებენ მტკიცებულებით, რომელიც არც მეტი, არც ნაკლები, აფხაზეთის გარდაცვლილი თვითმარქვია პრეზიდენტის, ბაღაფშის საგაზეთო ინტერვიუს წარმოადგენს. რუსეთის აგენტების, მათ შორის, რუსეთის მოქალაქეების ამნისტირების და საპატიმროებიდან პოლიტპატიმრების სტატუსით გათავისუფლების შემდეგ დაიწყო მათი საქართველოს საწინააღმდეგო ქმედებების აღკვეთ პატრიოტთა დევნა. მნიშვნელოვანია ისიც, რომ აგენტების გამოშვება არ მოვიდა ბმაში რუსეთის ტერიტორიაზე საქართველოს სასარგებლოდ ჯაშუშობისთვის დაკავებულ პირთა გათავისუფლებასთან, რის გამოც ამ უკანასკნელთა ბედი დღემდე გაურკვეველია ცალკეული შემთხვევების გარდა.

26 მაისის ბურჯანაძის რუსული აქციის დაშლისას პოლიციელის მკვლელი პოლიტპატიმრად გამოვიდა თავისუფლებაზე, ხოლო სპეცრაზმელები, რომლებიც ქვეყანას რუსული შემოტევისგან პირნათლად იცავდნენ, ისევ შანტაჟის, ზეწოლისა და დევნის წნეხში გაატარეს“,-აღნიშნავს გივი თარგამაძე.

მისივე განცხადებით, სასურველი ჩვენების მისაღებად ომში პირნათლად ვალმოხდილ სპეცრაზმის ოფიცერ თათუხაშვილს ფიზიკური და ფსიქოლოგიური ზეწოლით სიცოცხლე მოუსწრაფეს.

„რუსეთის შეკვეთილისამხედრო ამბოხის გზით საქართველოს სისხლში ჩამხრჩობთა მოსურნე რეციდივისტთა, რომლებიც ამ დანაშაულს, ხელისუფლებაში მყოფი ძალის რაობის მიუხედავად, მეორედ ჩადიოდნენ, ქმედების აღკვეთთა მიმართ დევნა რამდენიმე ეპიზოდად დაიყო და თითოეულ ეპიზოდზე მიმდინარეობს კონკრეტული მიმართულების სპეციალური დანიშნულების დანაყოფების მებრძოლთა წნეხვა. თანაც ისევ პირდაპირი აგენტების ჩვენებების გამოყენებით. ასეთია რუსი კაზაკების მიერ გენერლად სახელდებული ქართული ჯარის მავნებელი ტრისტან წითელაშვილი, რომელიც სულ ცოტა ხნის წინადაც ემსახურა რუსეთს, განაცხადა რა, რომ კიევის მაედანს ქართველი სნაიპერები ცხრილავდნენ, რითაც "გააპრავა" რუსები და ორტ-ს მთავარი გამოშვების პირველ სიუჟეტში მოხვდა. ძალზე დიდი ალბათობით, რუსების პირდაპირი მოთხოვნის დაკმაყოფილებას ემსახურება კონტრდაზვერვის დეპარტამენტის ხელმძღვანელის ყოფილი მოადგილის, ოფიცერ ტაბიძის დაპატიმრება აბსურდული ბრალდებებით, ვითომდაც ის აწამებდა რუსების აგენტ ოთანაძის ნათესავებს, მაშინ, როდესაც ეს ადამიანები საქმეში აგენტებად ფიგურირებენ და ინფორმაციის მიწოდებისთვის კონკრეტული ანაზღაურებაც აქვთ მითებული.

ოფიცერი ტაბიძე ერთერთი იმათგანია, ვინც უდიდესი შრომის ფასად მოახერხეს საქართველოში რუსული აგენტურის მთლიანი სტრუქტურის გამოაშკარავება და გაუვნებელყოფა, ფაქტობრივად, ამოძირკვა. ამიტომაც უხდიან მას სამაგიეროს.

მნიშვნელოვანია, რომ ოფიცერ ტაბიძეს სხვა ბრალდებეს შორის ედავებიან ჩვენი „ქართულოცნებელი“ კოლეგის მეუღლის ძმის, ჯემალ ქარქუსოვის დევნას მაშინ, როცა ამ უკანასკნელმა საქართველოს დატოვების შემდეგ ორტ-ს ეთერში თავად განაცხადა, რომ საქართველოში იმთავითვე იყო შემოგზავნილი, როგორც ფსბ-ს აგენტი.

დაიწყო კოდორში რუსეთის აგენტ კვიციანის ამბოხის აღკვეთ სპეცდანიშნულების რაზმების მებრძოლთა დაკითხვა-დევნა, შანტაჟი და ზეწოლა. აშკარაა, რომ უკვე პოლიტპატიმრებად თავისუფლებაზე გამოსული რუსეთის აგენტები ცდილობენ კვიციანის იგივე სტატუსით გათავისუფლევას, რაშიც, ჩვედა სამარცხვინოდ, მხაედასაჭერი ხელმოწერებით არიან ჩართულები ჩვენი კოლეგა დეპუტატწბიც, მათ შორის რესპუბლიკელები და ალასანიას თანაპარტიელებიც. და არვის აწუხებს, რომ თუნდაც იმას რომ დავანებოთ თავი, როგორ ჩააბარა რუსებს კოდორის გვირაბი და როგორ აქცია ხეობა რუსებისთვის შეღწევადათ და დანარჩენი საქართველოსგან იზოლირებულად, ამბოხის შემდეგ კვიციანმა თავისუფლად ჯერ აფხაზეთში გადაინაცვლა, შემდეგ კი დღემდე მოსკოვში ცხოვრობდა.

ბოლოს კი „ქართულმა ოცნებამ“ ავჭალაში მაჟორიტარ კანდისატად რუსეთში გრუ-ს აკადემიადამთავრებული, კვიციანისა და მუხროვანის ამბოხებში მონაწილე კობა კობალაძე წამოაყენა, რომელმაც ახალი სტატუსის შეძენისთანავე გააკრიტიკა ალასანია საქართველოში რაკეტსაწინააღმდეგო სისტემების განთავსების წინადადებისთვის და წმინდა გრუ-ს სტილში განაცხადა, რომ საქართველოში ამერიკული საქმე არ უნდა ვაკეთოთ.

საქართველოს უსაფრთხოების დამცველთა მიმართ, მითუფრო სპეციალური დანიშნულების რაზმების მებრძოლთა მიმართ განხორციელებული შეტევა, გარდა იმისა, რომ უამრავ მყისიერ საფრთხეს განაპირობებს, შეიცავს გრძევადიანი სტაგნაციის გარდაუვალ პოტენციალს. სამშობლოს დაცვის მოტივაცია ეცლება არა მხოლოდ ყოფილ ან მოქმედ, მომავალ მებრძოლებსაც, რადგან ახალ რეალობაში მათი თავდადება არათუ დაუფასებელი, დასჯადიც გახდა. იმ სინამდვილეში, სადაც პარლამენტს, პრაქტიკულად, ვოლსკი მართავს, მთავრობაში კი ზაქარეიშვილის მსგავსი მინისტრებია წარმოდგენილი, მსგავსი კურსი ბოლომდე მოარღვევს უსაფრთხოების საფუძვლებს და სავსებით შესაძლებელ გახდის აღმოსავლეთ უკრაინაში მიმდინარე პროცესის მსგავსი მოქმედებების თავისუფლად წარმოებას.

მაშინ, როცა ხაჩიშვილი, კიტოვანი, კოტეტიშვილი, ხაბურძანია და მათნაირები, ასევე შტატიანი რუსეთის სპეცსამსახურების წარმომადგენლები საქართველოს ტერიტორიაზე თავისუფლად მოქმედებენ ასეთი პროცესის ინიციატორები აუცილებლად გამოჩნდებიან.

და როდესაც პრორუსულ განწყობაზე მოსახლეობის თუნდაც 10-15 პროცენტია, მწყობრი უსაფრთხოების სისტემა კი არ არსებობს, ეს რაოდენობა საკმარისია სახელმწიფოს დასანგრევად.

ამიტომ დავწერე ამხელა პოსტი, ალბათ, ზედმეტად გადაგტვირთედ, მაგრამ მინდოდა სრული სურათი დაგენახათ, რადგან დარწმუნებული ვარ, ამ პროცესები საწინააღმდეგოდ ფართო სამოქალაქო კონსენსუსი თუ არ შედგა, „ქართული ოცნების“ უმეცარ-დანაშაულებრივ შეცდომებს ყველა ერთად ვზღავთ“,- ამბობს თარგამაძე.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42