ზუგდიდში, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" მომხრეს თავი აქვს გატეხილი. მას სავარაუდოდ თავში ბლაგვი საგანი ჩაარტყეს
ინციდენტი ზუგდიდში , ცენტრალური ავტოსადგურის შენობაზე როლანდ ახალაიას საწინააღმდეგო წარწერის წაშლის დროს მოხდა.
"თავისუფალი ზონისა" და ანი ნადარეიშვილის არასამთავრობო ორგანიზაციის წევრები შენობაზე ახალაიას საწინააღმდეგო წარწერის წაშლას ცდილობდნენ, რა დროსაც "ნაციონალურ მოძრაობის" მომხრესა და ავტოსადგურის ადმინისტრაციას შორის დაპირისპირება მოხდა.
როგორც თვითმხილველები აცხადებენ, ავტოსადგურის ერთ-ერთმა მეპატრონემ მოითხოვა, რომ წარწერა თეთრი საღებავით გადაეშალათ, რასაც დაპირისპირება მოჰყვა.
პოლიციამ ავტოსადგურის ერთ-ერთი მეპატრონე და "ნაციონალური მოძრაობის" მომხრე ჯერ პოლიციის სამმართველოში გადაიყვანა, შემდეგ კი "ნაციონალური მოძრაობის" დაშავებული წევრი ზუგდიდის რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაიყვანეს.
მასალის გამოყენების პირობები






