“ნაციონალური მოძრაობის” თბილისის რაიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელი გიგი უგულავა თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას არ აპირებს.
მისი თქმით, ის პარტიის სააარჩევნო შტაბს ხელმძღვანელობს და კამპანიას მთელი საქართველოს მასშტაბით ეწევა.
“გადავწყვიტე არ ვიყარო კენჭი თბილისის საკრებულოში, ვინაიდან მიმაჩნია, რომ ის გუნდი, პირველი ათეული, რომელიც წარმოდგენილია, კომპეტენციის, ცოდნისა და გამოცდილების მიხედვითაა დაკომპლექტებული, რომელიც მერიასა და საკრებულოში უკანასკნელი 10 წლის განმავლობაში დაგროვდა. ამ გუნდმა მედროვეების შემოტევას, პოლიციის, პროკურატურის, ფინანსური პოლიციის შემოტევას გაუძლო, არ გატყდა იმიტომ, რომ ამ ხალხს სწამს და სჯერა იმ საქმის, რასაც ემსახურებოდნენ. ჩემთან დაკავშირებით გადაწყვეტილება იმის გამო მივიღე, რომ ამ წინასაარჩევნო კამპანიაში “ნაციონალური მოძრაობის” მთლიან შტაბს ვხელმძღვანელობ, შესაბამისად კამპანიას მთელი საქართველოს მასშტაბით ვაწარმოებ”, - განაცხადა უგულავამ.
მასალის გამოყენების პირობები






