საქართველოს პრემიერმინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის მიერ ინიცირებული ცვლილება პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო.
კოალიცია "ქართული ოცნების" ინფორმაციით, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მოახლოებასთან ერთად, აქტუალურია თვითმმართველ ორგანოებში დასაქმებული საჯარო მოხელეების საკითხიც.
საჯარო სამსახურის შესახებ დღეს მოქმედი კანონით, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ, ყველა საჯარო მოხელე დროებით მოვალეობის შემსრულებლად ცხადდება და ისინი კონკურსის წესით უნდა დაინიშნონ, რის გამოც პრაქტიკულად ყველა თვითთმართველობაში უნდა ჩატარდეს რეორგანიზაცია.
კოალიციის ლიდერმა ირაკლი ღარიბაშვილმა "საჯარო სამსახურის შესახებ კანონში" ცვლილებების შეტანის ინიციატივით საპარლამენტო უმრავლესობას მიმართა.
"ჩემი ინიციატივაა, შევიდეს ცვლილება "საჯარო სამსახურის შესახებ კანონში". ამ ცვლილების შედეგად საჯარო მოხელეებს არჩვენების შემდეგ აღარ დაითხოვენ სამსახურიდან. შტატების ოპტიმიზაციასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას კი მუნიციპალიტეტები დამოუკიდებლად მიიღებენ, " - აცხადებს ირაკლი ღარიბაშვილი.
მასალის გამოყენების პირობები






