„ნაციონალური მოძრაობა“ თბილისის საკრებულოს წევრობის კანდიდატთა სიის პირველ ათეულს ასაჯაროებს. როგორც დღეს გამართულ ბრიფინგზე „ნაციონალური მოძრაობის“ თბილისის მერობის კანდიდატმა ნიკა მელიამ განაცხადა, კანდიდატები პროფესიონალიზმზე და კვალიფიკაციაზე დაყრდნობით შეირჩნენ.
„არჩევანი გაკეთდა გამოცდილებაზე, პროფესიონალიზმზე და კვალიფიკაციაზე დაყრდნობით. ეს არის ხალხი, რომელიც წლების განმავლობაში მერიის და საკრებულოს სხვადასხვა სამსახურებში მუშაობდა. ეს ის ხალხია ვინც მომდევნო სამი წლის განმავლობაში ღირსეულად გაუძღვება თბილისს“, - განაცხადა ნიკა მელიამ.
„ნაციონალური მოძრაობის“ თბილისის საკრებულოს წევრობის კანდიდატთა სია ასე გამოიყურება: 1 - სევდია უგრეხელიძე, 2 - ირაკლი აბესაძე, 3 - მამუკა ახვლედიანი, 4 - თამაზ შოშიაშვილი, 5 - ირაკლი ნადირაძე, 6 -თემურ გრიგალაშვილი, 7 - ლევან მხეიძე, 8 -მარიკა დათუკიშვილი, 9 - ქეთევან ქოჩორაშვილი, 10 - გიორგი ჩაჩანიძე.
მასალის გამოყენების პირობები






