„დაარქვით ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ს, რომ არის "ნაციონალური მოძრაობის" ტელეკომპანია, ამაში დასაძრახი არაფერია“, - აღნიშნული განცხადება პარლამენტის პლენარულ სხდომაზე დეპუტატმა ირაკლი სესიაშვილმა გააკეთა.
მისი თქმით, ჟურნალისტმა უნდა იცოდეს ვის ემსახურება და „თუ უნდა, რომ ასეთ სამსახურში იმსახუროს, დაე, იმსახუროს".
"პირველ რიგში ვადასტურებ ჩემს განსაკუთრებულ პატივისცემას ჟურნალისტების მიმართ, მაგრამ ყველაფერს თავისი სახელი უნდა დაერქვას. დაარქვით ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ს, რომ არის "ნაციონალური მოძრაობის" ტელეკომპანია. ამაში დასაძრახი არაფერია. საერთაშორისო პრაქტიკა არსებობს. მსოფლიოში არიან პარტიები, რომელთაც საკუთარი ტელევიზია აქვთ. მთავარია, არ შეილახოს მედიის თავისუფლება, შეურაცხყოფა არ მიაყენონ ჟურნალისტებს და მათ პროფესიონალიზმს. ჟურნალისტმა იცოდეს, ვის ემსახურება და თუ უნდა, რომ ასეთ სამსახურში იმსახუროს, დაე, იმსახუროს", – განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.
დეპუტატმა "ნაციონალურ მოძრაობას" მიმართა და ოპოზიციონერი კოლეგები სიცრუესა და სხვისთვის ჩირქის მოცხებაში დაადანაშაულა.
"ფარული მოსმენების თემა ხელოვნურად არის ინსპირირებული. ძალიან მარტივი და ლოგიკური კითხვა მიჩნდება, რატომ უნდა გისმენდეთ ძვირფასო კოლეგებო? – აქ, რომ გისმენთ, ისიც საკმარისია. ცხრა წელი, რომ გისმენდით, ისიც საკმარისია. ერთმანეთს, რომ უსმენდით, ისიც საკმარისია. პირველ რიგში, დაგეწყოთ იმით, რომ საზოგადოებისთვის ბოდიში მოგეხადათ და თუ საზოგადეობას არ მოუხდიდით ბოდიშს, ესთმანეთისთვის მაინც მოგეხადათ ბოდიში ამდენი მოსმენებისთვის, ფარული ჩაწერებისთვის და ასე შემდეგ. მაგრამ მთელი უბედურაბა იმაშია, რომ როცა არ შეგიძლიათ რაიმე კარგი წარმოაჩინოთ, ცდილობთ, ჩვენ მაინც როგორღაც თქვენ დაგემსგავსოთ. ამაზეა აგებული თქვენი პოლიტიკა", - განაცხადა სესიაშვილმა "ნაციონალური მოძრაობის" წევრების მისამართით.
მასალის გამოყენების პირობები






