ღვინიაშვილი ჭიკაიძეს:თავმოყვარეობის ამბავი აიყო შინაგან საქმეთა მინისტრი და გარკვეული ჯგუფი გისმენდეს
პოლიტიკა - 14:46, 14 May, 2014     1573
პარტია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" შინაგან საქმეთა მინისტრს ალექსანდრე ჭიკაიძეს კვლავ პარლამენტში იბარებს.

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე დეპუტატმა გიორგი ღვინიაშვილმა იმ საკითხებზე ისაუბრა, რაზეც უმცირესობას შს მინისტრისგან პასუხების მიღება სურს.

"კრიმინოგენულ მდგომარეობასთან დაკავშირებით შს სამინისტროს მიერ წარმოდგენილი სტატისტიკა ძალიან ჰგავს შევარდანაძისდროინდელ სტატისტიკას. ყველაზე კარგი სტატისტი ქვეყნის მოსახლეობაა, რომლის 1/3 ამბობს, რომ ქვეყანაში კრიმინალი გაზრდილია. ეს ყველაზე კარგად მოსახლეობამ იცის, რადგან კრიმინალი მათ თვალწინ ხდება და მათ კისერზე გადადის. ამ ყველაფრის ფონზე, როცა შს სამინისტრო კრიმინალის შემცირებაზე უნდა მუშაობდეს, შს მინისტრი აკეთებს აბსურდულ, დაუსაბუთებელ და ფანტასმაგორიულ განცხადებას, რომ თითქოს "ნაციონალური მოძრაობის" წევრები დაკავებული არიან საბურავების შეძენით, ინსტრუქტაჟის მისაღებად კიევის ევრომაიდნის აქტივისტების ჩამოყვანით, რათა ქვეყანაში დესტაბილიზაცია მოვაწყოთ", - განაცხადა ღვინიაშვილმა.

დეპუტატი უპასუხისმგებლოს უწოდებს ჭიკაიძის იმ განცხადებას, სადაც მინისტრი ამბობს, რომ მისი უწყებიდან მოპარულია მოსასმენი აპარატურა, რითიც ხელისუფლება ოპოზიციას უსმენს.

"ჯერ ერთი, შინაგან საქმეთა მინისტრმა არ უნდა იკადრო, რომ მოსახლეობა მოატყუო. ხალხი ისეთი მიამიტი არ არის, რომ ეს დაიჯეროს. მეორეც თავმოყვარეობის ამბავია, იყო შინაგან საქმეთა მინისტრი, ხელისუფლებაში იყო წელიწადი და შვიდი თვე და გარკვეული ჯგუფი გისმენდეს. გარდა ამისა, შინაგან საქმეთა მინისტრის განცხადებით, თურმე საჩხერეში ადამიანებს იმიტომ იტაცებენ, რომ ვერ არკვევენ, სად გადის ზოლი და მათი ბრალი ყოფილა. ასევე აცხადებს, რომ არ არის კომპეტენტური და არ იცის, სჭირდება თუ არა საქართველოს ნატო-ს თავდაცვითი სისტემა. აქედან გამომდინარე, ძალიან ბევრი კითხვა იბადება ამ ადამიანის მიმართ", - აღნიშნა გიორგი ღვიანიაშვილმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42