პარლამენტის დღევანდელ პლენარულ სხდომაზე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა სერგო რატიანმა განათლების სამინისტროში არსებულ პრობლემებზე ისაუბრა. რატიანმა მოსწავლეთათვის სახელმძღვანელოების უფასოდ დარიგების პროექტს გაუსვა ხაზი:
"პრეზიდენტმა მარგველაშვილმა საპრეზიდენტო არჩევნების წინ გამოაცხადა, რომ მოსწავლეები სახელმძღვანელოებს უფასოდ მიიღებენ. მოგვიანებით, ცნობილი გახდა, რომ ახალი სახელმძღვანელოები მოსწავლეებს მართლა უფასოდ დაურიგდა, მაგრამ მიიღეს ბრძანება, რომლის თანახმადაც, მშობლებმა წლის ბოლოს უნდა გადაიხადონ ნახმარი და დაზიანებული სახელმძღვანელოების თანხა. როგორც ყველაფერში, "ქართულ ოცნებას" აქაც უცნაური პროექტი – ადამიანები ახალ სახელმძღვანელოებში თანხას არ იხდიან, სამაგიეროდ, თანხას ძველ სახელმძღვანელოებში ახდევინებენ. საექსპერტო მონაცემებით, წლის ბოლოს დაზიანებული წიგნების რაოდენობა იქნება საკმაოდ დიდი. გარდა ამისა, იქმნება პრობლემა, რომ მომავალ წელს ახალი წიგნებით მოსწავლეების დიდი რაოდენობა ვერ ისწავლის", - განაცხადა რატიანმა.
მასალის გამოყენების პირობები






