„თუ ასეთი ბედნიერი ცხოვრებაა საჩხერეში, ერთლარიანი ჯონჯოლის საკრეფად ასობით ადამიანი რატომ მიდის ტყეში და რატომ უქნის საკუთარ სიცოცხლეს საფრთხეს“,- აღნიშნა წიკლაურმა.
მისივე თქმით, ხელისუფლება ვერაფერს აკეთებს, რომ დაიცვას ქვეყნის მოქალაქეები გატაცებებისა და შეურაცხყოფისაგან.
"ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს ხდება საჩხერეში, რომელიც წარმოდგენილი იყო "ქართული ოცნების" განსხეულებულ მაგალითად. ხშირად გაგვიგია თქვენგან, რომ მთელი საქართველო საჩხერეს დაემსგავსება. საჩხერეს ალბათ ხშირად ვერ ნახავთ, ისეა დანგრეული საჩხერემდე მისასვლელი გზა, მაგრამ მინდა ვიკითხო, თუ ასეთი ბედნიერი ცხოვრებაა საჩხერეში, 1-ლარიანი ჯონჯოლის საკრეფად ასობით ადამიანი რატომ მიდის ტყეში და რატომ უქნის საკუთარ სიცოცხლეს საფრთხეს, რათა ლუკმა-პური მაინც იშოვოს. იმის მაგივრად, რომ ხელისუფლებამ თქვას, რომ პრობლემა მართლაც სერიოზულია, ჩვენ რაც მოვისმინეთ იყო გადაბრალება - "მიხეილ სააკაშვილის უპასუხიმგებლო, პროვოკაციული ცხოვრების შედეგად დაიწყო ომი და ალბათ ამიტომ მიდიან საჩხერლები ჯონჯოლის საკრეფად და ამიტომ იჭერენ მათ იკუპანტები". საერთოდ, ეს ჯონჯოლი ლოკალური მასშტაბის ეროვნულ ტრაგედიად იქცა და კარგად მეტყველებს იმაზე, რამდენად შეასრულა ხელისუფლებამ დაპირებები", - განაცხადა წიკლაურმა.
ვიცესპიკერ მანანა კობახიძის განცხადებით, კი საოკუპაციო ხაზის გასწვრივ არსებული სოფლებიდან გატაცებული ყველა მოქალაქე გათავისუფლებულია.
მასალის გამოყენების პირობები






