“ევროკავშირი შეშფოთებულია ადმინისტრაციულ საზღვარზე მოძრაობის შეფერხებასთან დაკავშირებით, რომელიც ნეგატიურ გავლენას ახდენს ადგილობრივი მოსახლეობის ყოველდღიურ ყოფაზე“, - ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა საქართველოს პრემიერ–მინისტრთან გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
ჰერმაინ ვან რომპეიმ კიდევ ერთხელ გაუსვა ხასი, რომ ევროკავშირი საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას მხარს უჭერს.
“ჩვენ ვისაუბრეთ რეგიონში არსებულ სიტუაციაზე და იმ შედეგებზე, რომელიც საქართველოს უსაფრთხოებისთვის შეიძლება, დადგეს. მე კიდევ ერთხელ ვადასტურებ ევროკავშირის მხარდაჭერას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მიმართ საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ფარგლებში. ხაზს ვუსვამ ჩვენს ერთგულებას, რომ ვიპოვოთ გამოსავალი კონფლიქტის მოგვარებისთვის ევროკავშირის თავმჯდომარეობით ჟენევის მოლაპარაკებების ფორმარტში. ევროკავშირი შეშფოთებულია ადმინისტრაციულ საზღვარზე მოძრაობის შეფერხებასთან დაკავშირებით, რომელიც ნეგატიურ გავლენას ახდენს ადგილობრივი მოსახლეობის ყოველდღიურ ყოფაზე“, – განაცხადა რომპეიმ.
მასალის გამოყენების პირობები






