„საქართველომ საკუთარი არჩევანი გარე ზეწოლის გარეშე უნდა გააკეთოს და გარე ზეწოლამ აღნიშული არჩევანი არ უნდა შეცვალოს“, - ამის შესახებ ევროპის საბჭოს პრეზიდენტმა , ჰერმან ვან რომპეიმ განაცხადა.
მისი განმარტებით, ასოცირების ხელშეკრულებას 27 ივნისს, ბრიუსელში ევროკავშირის ყველა წევრი ქვეყნების პრეზიდენტებისა და მთავრობის მონაწილეობით მოეწერება ხელი.
"ეს არის ძალზე სერიოზული ურთიერთობების ეტაპი, რომელიც ახალ ურთიერთობას ასახავს ჩვენს ქვეყნებს შორის და თქვენი ქვეყნის ისტორიაში. ამ გზის არჩევით საქართველომ გაჟღერა, რომ ქვეყანას სჭირდება ძლიერი ინსტიტუტები, მოქალაქეთა უფლების პატივისცემა და კანონის უზენაესობა და მე ვარწმუნებ პრეზიდენტსა და პრემიერს, რომ ევროკავშირი მტკიცედ დაუდგება საქართველოს იმ გზაზე, რომელზეც ჩვენ ფაქტობრივად ერთად შევდექით", - განაცხადა რომპეიმ.
მასალის გამოყენების პირობები






