ირაკლი ღარიბაშვილი: ასოცირების ხელშეკრულება შეუქცევადს გახდის ქვეყნის ევროინტეგრაციას
პოლიტიკა - 11:29, 14 May, 2014     1107

პრემიერ-მინისტრის თქმით, ასოცირების შეთანხმებაზე ხელმოწერა საქართველო-ევროკავშირის თანამშრომლობას სრულიად ახალ ეტაპზე გადაიყვანს.

როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა ევროპის საბჭოს პრეზიდენტთან ერთობლივი ბრიფინგის დროს განაცხადა, ეს ხელშეკრულება შეუქცევადს გახდის ქვეყნის ევროინტეგრაციას.

"ასოცირების შეთანხმების ხელმოწერა საქართველო-ევროკავშირის თანამშრომლობას სრულიად ახალ ეტაპზე გადაიყვანს და შეუქცევად გახდის ქვეყნის ევროინტეგრაციას. ჩვენ აქტიურად ვემზადებით ასოცირების შეთანხმებისთვის და მისი განხორციელებისთვის. ჩვენ კარგად გვესმის, რომ ასოცირების პროცესი არის ძალიან შრომატევადი და ფართომასშტაბიან რეფორმებს ითვალისწინებს. ჩვენ მზად ვართ კიდევ უფრო გავაძლიეროთ ჩვენი ძალისხმევა ამ მიმართულებით", - განაცხადა ღარიბაშვილმა.

პრემიერის თქმით, საქართველო განუხრელად მისდევს ევროინტეგრაციის კურსს.

"ჩვენ ეს არაერთხელ გვითქვამს. ეს არის ჩვენი ქვეყნის როგორც საგარეო, ისე საშინაო პოლიტიკის ქვაკუთხედი. ეს არის ჩვენი ხალხის არჩევანი, რომელიც ეფუძნება საერთო ევროპულ ღირებულებებს. ჩვენ ძალიან საინტერესო შეხვედრა გვქონდა, რომელზეც საქართველო-ევროკავშირის თანამშრომლობის ძირითადი მიმართულებები განვიხილეთ, მათ შორის აღმოსავლეთ პარტნიორობის რიგის სამიტამდე განსახორციელებელი გეგმები. ჩვენი მიზანია, რომ ივნისში ხელი მოვაწეროთ ასოცირების შეთანხმებას. ამ მხრივ მიველსალმებით ევროკავშირის ძალისხმევას, რომელიც მიმართულია იმისკენ, რომ დააჩქაროს ხანგრძლივი და შრომატევადი პროცედურები, რათა მაქსიმალურად მოკლე დროში მოეწეროს ხელი ამ უმნიშვნელოვანეს შეთანხმებას", - განაცხადა ღარიბაშვილმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42