ევროპული საბჭოს დელეგაციასთან გაფართოებული შეხვედრა გაიმართა
პოლიტიკა - 11:03, 14 May, 2014     1288

საქართველოს პრემიერ–მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილისა და ევროპული საბჭოს პრეზიდენტის ჰერმან ვან რომპუის პირისპირი შეხვედრის დასრულების შემდეგ, გაიმართა გაფართოებული ფორმატის შეხვედრა. მხარეებმა ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების ხელმოწერის პერსპექტივებზე ისაუბრეს. საქართველოს პრემიერ–მინისტრმა ევროპული საბჭოს პრეზიდენტს საქართველოში მიმდინარე რეფორმების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა. მისი განცხადებით, საქართველოს ხელისუფლება მზად არის გააქტიუროს რეფორმების პროცესი, რათა მომზადდეს მტკიცე საფუძველი ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმების ეფექტიანი განხორციელებისთვის.

შეხვედრაზე კმაყოფილებით აღინიშნა,რომ ივნისის თვეში საქართველოს ევროკომისიის პრეზიდენტი ჟოზე მანუელ ბაროზო ეწვევა, რომლის ვიზიტის ფარგლებში გაიმართება საერთაშორისო საინვესტიციო კონფერენცია. გამოითქვა იმედი, რომ აღნიშნული კონფერენცია ხელს შეუწყობს საქართველოს ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის პროცესს.

საქართველოს პრემიერ–მინისტრის შეხვედრას დაესწრნენ: ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან ევროკავშირის საგარეო განყოფილების ხელმძღვანელი ევროპასა და ცენტრალურ აზიაში ლუის ფილიპე ფერნანდეზ დე ლა პენია, ევროპის საბჭოს პრეზიდენტის მთავარი მრჩეველი საგარეო საკითხებში პედრო სერრანო, ევროპის საბჭოს პრეზიდენტის კაბინეტის წევრი შარლოტ სამელინი, ევროპის საბჭოს პრეზიდენტის კაბინეტის წევრი ლუუკლ ვან მიდელაარი, ევროპის საბჭოს პრეზიდენტის სპიკერი პრებენ აამანი, ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი საქართველოში ფილიფ დიმიტროვი, საქართველოში ევროკავშირის დელეგაციის პოლიტიკური განყოფილების ხელმძღვანელი ტობიას ტაიბერგი, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე, საქართველოს სახელმწიფო მინისტრი ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში ალექსი პეტრიაშვილი, ევროკავშირთან საქართველოს მისიის ხელმძღვანელი ნატალია საბანაძე, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე თამარ ბერუჩაშვილი, საქართველოს მთავრობის კანცელარიის უფროსის მოადგილე ნინო კობახიძე.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42