„მიიღებს თუ არა საქართველო ნატოს უელსის სამიტზე მაპს, ამაზე საფრანგეთისა და საქართველოს პრეზიდენტებს შორის გაფართოებულ შეხვედრაზე საუბარი არ ყოფილა“, - ამის შესახებ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე უშიშროების საბჭოს მდივანმა ირინა იმერლიშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, საქართველო საფრანგეთისგან კეთილგანწყობის მოლოდინშია.
"მოგვცემს თუ არა მაპს საფრანგეთი ამაზე გაფართოებულ შეხვედრაზე საუბარი არ იყო. თუმცაღა მე ველოდები საფრანგეთისგან უფრო მეტად კეთილგანწყობას, რადგანაც როგორც მოგახსენეთ ისინი მადლიერები არიან ცენტრალურ აფრიკაში ჩვენი მისიის მონაწილეობით. ისინი თვითონ გახლავან ამ სამხედრო მისის ხელმძღვანელები. ასევე იქნა ნახსენები მომავალი თანამშრომლობის შესახებ თავდაცვის სფეროში, რაც ასევე შეეხება თანამშრომლობას შეიარაღების სფეროში", - აცხადებს იმერლიშვილი.
მასალის გამოყენების პირობები






