ევროპული საბჭოს პრეზიდენტი ჰერმან ვან რომპეი თბილისში გვიან ღამით ჩამოვიდა. აეროპორტში მას საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დახვდა.
ჰერმან ვან რომპეი ვიზიტის ფარგლებში საქართველოს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილთან და საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან გამართავს შეხვედრებს.
ეს რომპეის მეორე ვიზიტია საქართველოში, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს ევროკავშირის განსაკუთრებულ ინტერესს საქართველოსადმი და წარმოადგენს ევროკავშირის მტკიცე პოლიტიკური მხარდაჭერის დემონსტრირებას ჩვენი ქვეყნისადმი.
ვიზიტის ძირითად მიზანს საქართველოში არსებული პოლიტიკური მდგომარეობის, სტაბილურობისა და უსაფრთხოების, ასევე ევროკავშირთან თანამშრომლობის აქტუალური საკითხების განხილვა წარმოადგენს.
ვიზიტი მნიშვნელოვანია, იმ კუთხითაც, რომ ასოცირების შესახებ შეთანხმების ხელმოწერამდე ცოტა ხნით ადრე ხორციელდება.
მასალის გამოყენების პირობები






