ლევან იზორიამ ამის შესახებ განცხადება ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემა „პოლიტიკის დროში“ გააკეთა.
„2013 წლის აპრილში შს მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა კონკრეტულად თქვა, რომ არსებობს ისეთი აპარატურის შეძენის ფაქტები, რომელიც კონკრეტული ჩვენებებით დასტურდება და დგინდება, თუმცა ასეთი აპარატურა ჩვენ არ მოგვეპოვება, შესაბამისად, დაკარგულია და მან მაშინ თეორიული შესაძლებლობა გამოთქვა, რომ შესაძლოა, სწორედ ამ აპარატურითაც განხორციელდეს ფარული, უკანონო მიყურადება. ასეთი აპარატურის არსებობა თანამედროვე ტექნიკის განვითარების კვალობაზე შესაძლებელია. თვითონ ამ აპარატურის გამოვლენაც სპეციალური ტექნიკური საშუალებით ხდება, რომელიც არანაკლებ ძვირადღირებულია, ვიდრე ის ტექნიკა, რითაც მოსმენები ხორციელდება. ასეთ ტექნიკურ საშუალებას ჯერ ჩვენი ქვეყანა არ ფლობს, რადგან გამოვლენის ტექნიკა ახალია და შესაბამისად, მოხდა ორი ტექნიკის ტესტირება სხვადასხვა ქვეყნებში და ჩვენ ვაპირებთ, ცდომილებისგან დაზღვეული და 100%–იანი ტექნიკის შეძენას წელს, მაგრამ ეს მილიონებთან არის დაკავშრებული და არამიზნობრივად ხარჯვა და იდენტიფიკაციის მაღალი ხარისხის გარეშე ტექნიკის შეძენა არასწორი იქნება“, – განაცხადა იზორიამ.
მასალის გამოყენების პირობები






