ჭიათურის საბაგირო გზის მშენებლობასთან დაკავშირებით მემორანდუმი გაფორმდა
ბიზნესი & ეკონომიკა - 19:43, 13 May, 2014     3814

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ელგუჯა ხოკრიშვილმა და ფრანგული სამშენებლო კომპანია „პომაგალსკის“ პრეზიდენტმა, ჟან სოშალმა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერეს ხელი.

მემორანდუმის საგანს მხარეთა შორის ჭიათურაში საბაგირო გზის მშენებლობასთან დაკავშირებული საკითხების შეთანხმება წარმოადგენს.

მემორანდუმის ხელმოწერამდე, „პომაგალსკის“ ხელმძღვანელობა სტუმრობდა საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, სადაც, ჭიათურის საბაგირო გზის მშენებლობასთან დაკავშირებით, სამინისტროს ხელმძღვანელ პირებთან შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრაზე საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილეებმა, გიორგი ამაშუკელმა და გიორგი სოლომონიამ, სამინისტროს სხვა თანამშრომლებმა, ფრანგულ სამშენებლო კომპანია „პომაგალსკის“ წარმომადგენლებთან ერთად, განიხილეს ჭიათურის საბაგირო გზების მშენებლობის როგორც ტექნიკური, ისე იურიდიული და ფინანსური დეტალები. მშენებლობის კონტრაქტს ხელი ამ საკითხებზე საბოლოო შეთანხმებისთანავე მოეწერება.

ჭიათურის საბაგირო გზების მშენებლობის პროექტს საფრანგეთის მთავრობა გრძელვადიანი სესხის სახით აფინანსებს. სესხის წლიური საპროცენტო განაკვეთი 0,17% იქნება.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42