ოლანდი: “საფრანგეთი და საქართველო თავიანთი მდგომარეობიდან გამომდინარე, ერთ დიაპაზონზე არ დგანან"
პოლიტიკა - 17:33, 13 May, 2014     1504

“საფრანგეთი და საქართველო თავიანთი მდგომარეობიდან გამომდინარე, ერთ დიაპაზონზე არ დგანან, მაგრამ ერთი და იგივე მოთხოვნილებები აქვთ“,- ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა საქართველო–საფრანგეთის ეკონომიკურ ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისი თქმით, ეკონომიკის განვითარების კუთხით, საქართველოს და საფრანგეთს ერთად ბევრი აქვს გასაკეთებელი.

„ჩემს ვიზიტს საქართველოში ამ ეკონომიკური ფორუმით ვიწყებ, რათა კიდევ ერთხელ მხარი დავუჭირო და მოვითხოვო, რაც გვაქვს ერთობლივად გასაკეთებელი. რა თქმა უნდა, პოლიტიკური კონტექსტის გარდა, კიდევ ერთი მთავარი პრიორიტეტი, რომელიც ჩვენი მხრიდან დიდ პასუხისმგებლობას მოითხოვს, გამოვხატოთ ჩვენი სოლიდარობა. ჩვენი პრიორიტეტია, ხელი შევუწყოთ საქართველოს განვითარებას და სტიმული მივცეთ ჩვენი ორმხრივი ეკონომიკური ურთიერთობების განვითარებას. საფრანგეთისა და საქართველოს მდგომარეობიდან გამომდინარე, შეიძლება, ითქვას, რომ ერთ დიაპაზონზე არ ვართ, მაგრამ ერთი და იგივე მოთხოვნილებები გაგვაჩნია – გავიზიაროთ ტექნოლოგიები, ცოდნა, მეტი სავაჭრო ურთიერთობები ჰქონდეთ ჩვენს ქვეყნებს. შეიძლება, ითქვას, რომ მრავალი წელია და ბოლო ორი წელი განსაკუთრებით საქართველომ აღმასვლა დაიწყო. იზრდება მშენებლობები, პროექტების რაოდენობა, ინფრასტრუქტურის განახლება. პროგრესის გზით მიდის სავაჭრო გაცვლებიც. ქართული ექსპორტიც გაიზარდა, რაც მოწმობს იმას, რომ ურთიერთდინამიკა მაღალია. ჩვენ არ ვართ ისეთი ურთიერთობების დონეზე, რომ ჩვენ ფრანგები ჩამოვდივართ, გთავაზობთ პროდუქციას და სანაცვლოდ არაფერს ვიღებთ და არანაირი სარგებელი არ გვაქვს. სიტუაცია ასეთი სულაც არ არის და როცა მე ამ პროგრესს ვუყურებ, უფრო და უფრო ვრწმუნები, რომ მეტი გასაკეთებელი გვაქვს ერთად“,– განაცხადა ფრანსუა ოლანდმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42