"საქართველოს შეუძლია მრავალი სახის პროდუქცია შესთავაზოს ფრანგულ ბაზარს"
პოლიტიკა - 16:53, 13 May, 2014     1255

პრემიერ-მინისტრი საქართველო-საფრანგეთის ეკონომიკურ ფორუმზე სიტყვით გამოვიდა.

ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, მთავრობა განსაკუთრებით არის დაინტერესებული საფრანგეთის რესპუბლიკასთან პოლიტიკური, ეკონომიკური და კულტურული თანამშრომლობის გაღრმავებით.

„ჩვენს ქვეყნებს შორის მეგობრობა ხანგრძლივ ისტორიას ითვლის, 2012 წელს კი საქართველოსა და საფრანგეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 20 წლისთავი ვიზეიმეთ. აღსანიშნავია ქართველ და ფრანგ ხალხთა შორის არსებული ისტორიული კავშირებიც. ჩემთვის პირადად, საფრანგეთი ყოველთვის იყო დემოკრატიული ღირებულებებისა და მაღალი კულტურის არაჩვეულებრივი მაგალითი და სორბონის უნივერსიტეტში სწავლისას საფრანგეთში გატარებულმა პერიოდმა დიდი გავლენა იქონია ჩემს დამოკიდებულებაზე დემოკრატიული განვითარებისა და ევროპული იდეალებისადმი.

უაღრესად მოხარული ვარ, რომ ბოლო წლების განმავლობაში ჩვენს ქვეყნებს შორის ბრწყინვალე პოლიტიკური, ეკონომიკური და კულტურული ურთიერთობები ჩამოყალიბდა. საფრანგეთის სახით, საქართველოს ჰყავს მეგობარი ქვეყანა, რომელთანაც დემოკრატიისა და თავისუფლების საერთო ღირებულებები აკავშირებს.

მინდა მოგახსენოთ, რომ ჩვენ, საფრანგეთს განვიხილავთ, როგორც ჩვენს პარტნიორ ქვეყანას და უაღრესად ვაფასებთ საფრანგეთის პოზიციას საქართველოს ევროპულ და ევრო-ატლანტიკური მისწრაფებების, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერის თვალსაზრისით.

ჩვენი ქვეყნები საკმაოდ აქტიურად თანამშრომლობენ, როგორც ორმხრივ, ისე მრავალმხრივ ფორმატებში. ამასთან, ჩვენი მთავრობა განსაკუთრებით არის დაინტერესებული საფრანგეთის რესპუბლიკასთან პოლიტიკური, ეკონომიკური და კულტურული თანამშრომლობის გაღრმავებით“, - განაცხადა პრემიერმა.

მისი თქმით, საქართველოს შეუძლია მრავალი სახის პროდუქცია შესთავაზოს ფრანგულ ბაზარს.

„ საფრანგეთი და ფრანგული ბიზნესი გამოირჩევა ინოვაციებითა და თანამედროვე ტექნოლოგიების ეფექტური გამოყენებით. საქართველოს ახლა სწორედ ასეთი ცოდნისა და გამოცდილების შემოტანა სჭირდება ბიზნესში და შესაბამისად ჩვენ ძალიან ბევრი შეგვიძლია ვისწავლოთ საფრანგეთისგან. ჩვენ ასევე გვჯერა, რომ არსებობს საქართველოდან საფრანგეთში ექსპორტის ზრდის პოტენციალი. საქართველოსაც შეუძლია მრავალი სახის მაღალი ხარისხის პროდუქცია შესთავაზოს საფრანგეთის ბაზარს.

ჩვენი ქვეყნების ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივა კიდევ უფრო იზრდება და ახალ, ფართო შესაძლებლობებს წარმოაჩენს ევროკავშირ-საქართველოს ასოცირების შეთანხმებისა და მისი ნაწილის, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო შეთანხმების (DCFTA) ივნისში ხელმოწერით. მჯერა, რომ ის ახალი შესაძლებლობები, რომლებიც ამ შეთანხმების ფარგლებში წარმოიშობა, ხელს შეუწყობს საქართველო-საფრანგეთის სავაჭრო და საინვესტიციო ურთიერთობების გაღრმავებას“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

როგორც პრემიერმა აღნიშნა, საქართველოს აქვს ხელსაყრელი გარემო და უდავო უპირატესობები ბიზნეს საქმიანობისათვის.

„საქართველო წარმოადგენს არა მხოლოდ სამხრეთ კავკასიის ცენტრს, არამედ ცენტრალური აზიისა და ევროკავშირის, დასავლეთისა და აღმოსავლეთის ერთგვარ დამაკავშირებელსაც.

ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო შეთანხმების ძალაში შესვლის შედეგად, საქართველოში მყოფ ინვესტორებს ჩვენ შეგვიძლია შევთავაზოთ შესანიშნავი ბიზნეს გარემო, ადგილმდებარეობა და წვდომა უკვე 900 მილიონიან ბაზარზე. ამის გარანტიაა პრეფერენციების გენერალიზებული სისტემა (GSP) რვა ქვეყანასთან, აშშ-ს ჩათვლით DCFTA ევროკავშირის ქვეყნებთან და თავისუფალი სავაჭრო რეჟიმი თურქეთთან და დსთ-ს ქვეყნებთან... დასასრულისაკენ მსურს შევაჯამო ჩვენი ქვეყნის უპირატესობები - ჩვენ ინვესტორებს და ბიზნესს ვთავაზობთ: სტაბილურ მაკროეკონომიკურ გარემოს მყარი სუვერენული ბალანსითა და ძლიერი, კონსერვატული საბანკო სექტორით; ლიბერალურ საგადასახადო სისტემას დაბალი გადასახადების ექვსი ფიქსირებული ტიპით; განვითარებულ და მუდმივად მზარდ სატრანსპორტო ინფრასტრუქტურას ვაჭრობის, ლოგისტიკისა და წარმოებისათვის, რაც მოიცავს მულტიმოდალურ სახმელეთო, საზღვაო და საჰაერო კომუნიკაციებს; სტაბილურად და კონკურენტული ტარიფებით მოწოდებულ ენერგორესურსებს; კვალიფიციურ და კონკურენტულად განფასებულ სამუშაო ძალას“, - განაცხადა პრემიერმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42