ირაკლი ღარიბაშვილი ფრანსუა ოლანდს შეხვდა
პოლიტიკა - 15:49, 13 May, 2014     1630

"მივესალმებით თქვენს ვიზიტს საქართველოში, რასაც ჩვენი ქვეყნის ევროპული არჩევანისადმი საფრანგეთის მხარდაჭერის ნათელ დემონსტრირებად აღვიქვამთ," - ამ სიტყვებით მიმართა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საფრანგეთის პრეზიდენტ ფრანსუა ოლანდს.

მთავრობის კანცელარიაში პირისპირ შეხვედრისას მხარეებმა საქართველო-საფრანგეთის ურთიერთობების სამომავლო გაღრმავების პერსპექტივებზე იმსჯელეს.

ხაზგასმით აღინიშნა ორი ქვეყნის პოლიტიკური, ეკონომიკური და კულტურული თანამშრომლობის მნიშვნელობა.

შეხვედრის ერთ-ერთი ძირითადი თემა იყო ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმების ხელმოწერა და ნატო-საქართველოს ურთიერთობები.

ირაკლი ღარიბაშვილმა ფრანსუა ოლანდს საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებების, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარების პოლიტიკის, იძულებით გადაადგილებულ პირთა შესახებ გაერო-ს რეზოლუციის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

მხარეებმა თავდაცვის სფეროში თანამშრომლობისა და ორი ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოებს შორის ურთიერთობის გააქტიურების შესახებაც ისაუბრეს.

როგორც პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პირისპირ შეხვედრისას აღნიშნა, საქართველო განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს ევროკავშირის კრიზისული სიტუაციების მართვის ოპერაციებში მონაწილეობას და ამაყობს, რომ ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში ევროკავშირის მისიაში საფრანგეთის პარტნიორი იქნება.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42