სასტუმრო RIXOS-ის მშენებლობაზე 150 კაცი ყოველდღიურ რეჟიმში იმუშავებს
პოლიტიკა - 13:10, 13 May, 2014     980

ამჟამად 60-70 ადგილობრივი მკვიდრი მუშაობს საპარტნიორო ფონდის და ყაზახური კომპანიის “ყაზმუნაიგაზ-სერვისის“ ერთობლივი პროექტის - ლიკანში ხუთვარსკვლავიანი სასტუმრო-გამაჯანსაღებელი კომპლექსის სამშენებლო სამუშაოებზე. როგორც საპარტნიორო ფონდში აცხადებენ, ზაფხულში კომპლექსის შიდა აღჭურვის სამუშაოების აქტიურ ფაზაში გადასვლის შემდეგ დასაქმებულთა რიცხვი 150 კაცამდე გაიზრდება.

„სამშენებლო სამუშაოები დასასრულს მიუახლოვდა და ახლა უკვე თურქული კომპანია „დეკონი,“ ჩაერთო პროექტში. იგი უზრუნველყოფს სასტუმროს თანამედროვე ტექნიკით, ავეჯით და სხვა აუცილებელი ელემენტებით აღჭურვას,“ აცხადებს საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელი დირექტორი ირაკლი კოვზანაძე.

152 ნომრიანი RIXOS-ის სასტუმრო კომპლექსი ლიკანში (ბორჯომი) ყოფილი IV სამმართველოს ტერიტორიაზე შენდება. კომპლექსი ითვალისწინებს მიმდებარე ტერიტორიის - გზების, პარკინგის, გასართობი ცენტრის და კომპლექსის სხვა დამხმარე ნაგებობების რეაბილიტაციასაც.

კომპლექსის მთლიანი საინვესტიციო მოცულობა: 38,5 მლნ. აშშ დოლარია. ფონდის თანამონაწილეობა პროექტში კაპიტალის 50%-ია. სასტუმროს ოპერირებას მსოფლიოში ცნობილი ოპერატორი RIXOS განახორციელებს. სასტუმრო ექსპლუატაციაში 2014 წლის ბოლომდე შევა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42