საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ეკა ბესელია მიიჩნევს, რომ ნინო შუბლაძის „რუსთავი 2“-დან წასვლა ტელეკომპანიაში ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებს უკავშირდება.
ბესელია ვარაუდობს, რომ ჟურნალისტის ეს გადაწყვეტილება შუბლაძის მხრიდან პროტესტს უკავშირდება.
,,პირადად ვიცნობ ნინო შუბლაძეს და ვაფასებ მის პროფესიონალიზმს. მისი გადაწყვეტილება არის ძალიან საყურადღებო. მგონია, რომ ეს ყველაფერი უკავშირდება იმ მოვლენებს და პროცესებს, რომლიც "რუსთავი 2"-ში განვითარდა. ვფიქრობ, რომ ყველა პროფესიონალ ჟურნალისტს ჯანსაღი პოზიცია ექნებოდა იმ ვითარების მიმართ, რაც კიდევ ერთხელ შეიქმნა როგორც წარსულის გადმონაშთი. მაქვს განცდა, რომ ეს იყო ერთგვარი პროტესტი მისი მხრიდან. რა თქმა უნდა, ეს არ უკავშირდება ხელისუფლებას. ამაზე თვითონ შუბლაძემ უნდა ისაუბროს და ნებისმიერი ინტერპრეტეცია ჩვენი მხრიდან არ იქნება კორექტული", - განაცხადა ეკა ბესელიამ.
მასალის გამოყენების პირობები






