„სტერეოტიპი, თითქოს დასავლეთი მართლმადიდებლობის მტერია, ხოლო იმპერიალიზმი და კომუნიზმი მართლმადიდებლების გადამრჩენი, გადასახედი და დასანგრევია , - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, დავით უსუფაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ქართულ სახელმწიფოსა და მართლმადიდებლურ ეკლესიას აკლია ერთი რამ: ერთმანეთთან ცივილური ურთიერთობის გამოცდილება, რადგან გამოცდილება 200 წლის განმავლობაში არ ჰქონიათ გარე ფაქტორების გამო.
"ამიტომ დამკვიდრდა უცნაური ვითარება საქართველოში, როდესაც ფორმით დასავლურ ინსტიტუტებზე დაფუძნებულ სახელმწიფოს ვაშენებდით, ხოლო შინაარსით - საბჭოთა ფასეულობები და კომუნისტური მენტალიტეტი სჭარბობდა ჩვენს მოქმედებებში. აქედან მოდის სხვა სტერეოტიპები, როგორიცაა, მაგალითად თითქოს დასავლეთი მართლმადიდებლობის მტერია; იმპერიალიზმი და კომუნიზმი - მართლმადიდებლების გადამრჩენი და შემფარებელი. ეს სტერეოტიპები გადასახედი და დასანგრევია, რადგან ქრისტიანობისგან დამოუკიდებლად ვერ შეიქმნება თავისუფლებას დამოკიდებული ღირებულებითი სისტემა, ხოლო თავისუფლებაზე დაფუძნებული ღირებულებითი სისტემის გარეშე ვერ შეიქმნება ისეთი პოლიტიკური სისტემა, რომელიც აღიარებს რელიგიის, რწმენის თავისუფლების და აღიარებს იმ მთავარ ღირებულებას, რაც მართლმადიდებელი ეკლესიისთვის და ქრისტიანუკლი რელიგიისთვის არის მთავარი ღირებულება – ადამიანი", - აღნიშნა დავით უსუფაშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






