საიას სამართლებრივი შეფასება"რუსთავი 2"-ის მიერ გავრცელებულ ფარულ ჩანაწერებზე
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია "რუსთავი 2"-ის მიერ გავრცელებულ ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებულ კითხვებზე სამართლებრივ შეფასებას აქვეყნებს.
საია- ში აცხადებენ, რომ საკითხის მაღალი საზოგადოებრივი მნიშვნელობისა და ინტერესის გათვალისწინებით, მიზანშეწონილად მიიჩნიეს ბოლო დღეებში ყველაზე ხშირად დასმულ კითხვებს სამართლებრივი თვალსაზრისით სწორი პასუხები გასცენ.
"1. მოცემულ შემთხვევაში არის თუ არა ვალდებული ჟურნალისტი დაასახელოს ინფორმაციის წყარო? მნიშვნელოვანია დაწყებული გამოძიება წარიმართოს ჟურნალისტთა პროფესიული საქმიანობის განხორციელებისათვის დადგენილი უმნიშვნელოვანესი საერთაშორისო და ქვეყნის შიდა სტანდარტების დაცვით. ერთ-ერთი ასეთი ძირეული სტანდარტი არის ჟურნალისტის უფლება არ გაამხილოს ინფორმაციის წყარო. ამ სტანდარტს იცავს მთელი რიგი საერთაშორისო აქტები და საერთაშორისო ორგანიზაციათა რეკომენდაციები, განმტკიცებულია საერთაშორისო სასამართლოების პრეცედენტული სამართლით, დაცულია საქართველოს შიდა კანონმდებლობით და წარმოადგენს გამოხატვის თავისუფლების შემადგენელ ნაწილს. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 50-ე მუხლის პირველი ნაწილის "თ" ქვეპუნქტის თანახმად, ჟურნალისტი არ არის ვალდებული იყოს მოწმე,,პროფესიული საქმიანობისას მიღებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით."
2. ეკისრება თუ არა მოცემულ შემთხვევაში ჟურნალისტს ჩვენების მიცემის ვალდებულება (წყაროს დასახელება) თუ ის დაიკითხება არა მოწმის, არამედ დაზარალებულის სტატუსით? სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 47-ე მუხლის თანახმად, სასამართლოში ჩვენების მიცემისას მოწმის სტატუსით სარგებლობს, მისი უფლებები ენიჭება და მისი მოვალეობები ეკისრება დაზარალებულს. ამავე კოდექსის 56-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, "დაზარალებულს ენიჭება მოწმის ყველა უფლება და ეკისრება მისი ყველა მოვალეობა." ამდენად, მიუხედავად იმისა, თუ რა სტატუსით დაიკითხება ჟურნალისტი, მოცემულ შემთხვევაში მას ვერ შეეზღუდება წყაროს არ დასახელების უფლება. ნათელია, რომ კანონით დაცულ სიკეთეს წარმოადგენს არა ჟურნალისტის სტატუსი გამოძიებაში, არამედ ინფორმაციის წყარო, რასაც ამ საკითხის სხვაგვარი განმარტება საფრთხეს უქმნის.
3. რა მნიშვნელობა აქვს ჟურნალისტის უფლებას არ დაასახელოს წყაროს ვინაობა? ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ თავის გადაწყვეტილებაში Goodwin v. the United Kingdom ხაზი გაუსვა ჟურნალისტის ინფორმაციის წყაროს საიდუმლოობის მნიშვნელობას მედიის თავისუფლებისთვის. გადაწყვეტილებაში აღნიშნულია, რომ "ჟურნალისტის ინფორმაციის წყაროების დაცვა ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი წინაპირობაა პრესის თავისუფლებისთვის, როგორც ეს ასახულია მთელი რიგი ხელშემკვრელი სახელმწიფოების კანონმდებლობასა და პროფესიული ქცევის კოდექსებში და განმტკიცებულია ჟურნალისტური წყაროების შესახებ რამდენიმე საერთაშორისო დოკუმენტით. ამგვარი დაცვის გარეშე წყაროებს შეიძლება ხელი შეეშალოთ, დაეხმარონ პრესას საზოგადოების ინფორმირებაში საზოგადოებრივი მნიშვნელობის მქონე საკითხებზე. შედეგად, პრესის, როგორც საზოგადოებისათვის მნიშვნელოვანი დარაჯის, როლი შეიძლება დაკნინდეს და ხელყოფილ იქნეს პრესის უნარი, უზრუნველყოს ზუსტი და სანდო ინფორმაცია."
4. რას მოიცავს ჟურნალისტის უფლება არ დაასახელოს წყაროს ვინაობა? წყაროს საიდუმლოდ შენახვის უფლების შინაარსის განხილვისას მნიშვნელოვანია ევროპის საბჭოს ის რეკომენდაციები, რითაც განმარტებულია რომ ,,ვინაობა" გულისხმობს: წყაროს სახელს, პირად მონაცემებს, ხმასა და გამოსახულებას; ჟურნალისტის მიერ წყაროსგან ინფორმაციის მიღების აქტიურ გარემოებებს; წყაროს მიერ ჟურნალისტისთვის მიწოდებული ინფორმაციის გამოუქვეყნებელ შინაარსს; ჟურნალისტისა და მისი დამქირავებლის პირად მონაცემებს, რაც მათ პროფესიულ საქმიანობასთანაა დაკავშირებული.
5. ვინ ითვლება ჟურნალისტად? არც საქართველოს კანონმდებლობა და არც ევროპის სასამართლოს პრაქტიკა არ ადგენს ჟურნალისტის ან ჟურნალისტური საქმიანობის განმახორციელებელ პირთა ამომწურავ ჩამონათვალს. აღნიშნული ყოველ ცალკეულ შემთხვევაში განისაზრვრება. ევროპის საბჭოს რეკომენდაცია R(2002)7 "ჟურნალისტთა უფლების შესახებ, არ გაამჟღავნონ ინფორმაციის წყარო" განმარტავს, რომ "ტერმინი "ჟურნალისტი" ნიშნავს ნებისმიერ ფიზიკურ ან იურიდიულ პირს, რომელიც რეგულარულად ან პროფესიულადაა ჩართული საზოგადოებისთვის ინფორმაციის შეგროვებასა და გავრცელებაში მასობრივი კომუნიკაციების მეშვეობით." ევროპის საბჭოს R(2002)7 რეკომენდაციის განმარტებითი მემორანდუმის "ა" პუნქტში აღნიშნულია, რომ წყაროს მიერ მიწოდებული ინფორმაციის მფლობელი შეიძლება იყოს არა მხოლოდ თვით ჟურნალისტი, არამედ მისი დამქირავებელიც. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეზე De Haes and Gijsels v. Belgium (1997) მიღებულ გადაწყვეტილებაში განმარტა, რომ "ჟურნალის რედაქტორი და იქ მომუშავე ჟურნალისტი ერთნაირად სარგებლობენ უფლებით არ გაამჟღავნონ წყარო კონვენციის მე-10 მუხლის შესაბამისად." უფრო მეტიც, ევროპის საბჭოს რეკომენდაციის ეს პრინციპი ვრცელდება არა მხოლოდ ჟურნალისტზე და მედია ორგანიზაციის ხელმძღვანელზე, არამედ "სხვა პირებზეც", რომლებიც ასეთ ინფორმაციას მიიღებენ ჟურნალისტთან პროფესიული ურთიერთობის ფარგლებში, ნათქვამია რეკომენდაციის განმარტებით მემორანდუმში. ამდენად, თუ, საქართველოს სამართალდამცავი ორგანოები, კონკრეტული დანაშაულების გამოძიებისას, ჟურნალისტის ცნებას ვიწროდ განმარტავენ, რომ ტელეკომპანიის გენერალური დირექტორი ფარული ჩანაწერების მოპოვებისა და გავრცელებისას არ ახორციელებდა ჟურნალისტურ საქმიანობას, აზრს დაკარგავს ჟურნალისტის პროფესიული საქმიანობის განხორციელებისათვის როგორც შიდა, ისე საერთაშორისო კანონმდებლობით გათვალისწინებული მნიშვნელოვანი გარანტიები.
6. რა სახის დარღვევას წარმოადგენს ჟურნალისტის ვალდებულება დაასახელოსინფორმაციის წყარო? "სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ" საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის "დ" ქვეპუნქტის თანახმად, გამოხატვის თავისუფლება მათ შორის გულისხმობს ჟურნალისტის უფლებას დაიცვას ინფორმაციის წყაროს საიდუმლოობა. ამავე კანონის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, "პროფესიული საიდუმლოების წყარო დაცულია აბსოლუტური პრივილეგიით და არავის არ აქვს უფლება, მოითხოვოს ამ წყაროს გამხელა". ამავე კანონის მე-12 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, "კერძო ცხოვრების ხელშეუხებლობისა და პერსონალური მონაცემების დაცვის მოტივით არ შეიძლება შეიზღუდოს გამოხატვის თავისუფლება იმ მოვლენასთან დაკავშირებით, რომლის ცოდნაც აუცილებელია ადამიანისათვის დემოკრატიულ სახელმწიფოში საზოგადოებრივი თვითმმართველობის განსახორციელებლად." შესაბამისად, ჟურნალისტის დავალდებულება, გაამხილოს ინფორმაციის წყარო, წარმოადგენს მისი გამოხატვის თავისუფლების (უფლება მიიღოს და გაავრცელოს ინფორმაცია) ხელყოფას, რომელიც პირდაპირ უკავშირდება საზოგადოების თითოეული წევრის გამოხატვის თავისუფლების (ინფორმაციის მიღების უფლების) რეალიზაციას. სიტყვის თავისუფლების განხორციელებისათვის უკანონოდ ხელის შეშლა წარმოადგენს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 153-ე მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულს, ხოლო ჟურნალისტის პროფესიული საქმიანობისათვის უკანონოდ ხელის შეშლა (ე.ი. მისი იძულება გაავრცელოს ინფორმაცია ან თავი შეიკავოს ინფორმაციის გავრცელებისგან) წარმოადგენს სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულს. შესაბამისად, თუ ვინმე აიძულებს ჟურნალისტს ზემოაღნიშნული ინფორმაციის გავრცელებას, შესაძლებელია ასეთი იძულება თავად შეიცავდეს დანაშაულის ნიშნებს.
7. პოლიტიკოსებისა და ბიზნესმენების სატელეფონო საუბრების ფარული ჩანაწერების ეთერით გავრცელება შეიცავს თუ არა დანაშაულის ნიშნებს? სისხლის სამართლის კოდექსის 158-ე მუხლით აკრძალულია ,,კერძო კომუნიკაციის ჩანაწერის უკანონოდ გამოყენება ან გავრცელება". ნორმის ტექსტიდან ნათელია, რომ კერძო კომუნიკაციის ჩანაწერის გამოყენება ან გავრცელება აკრძალულია არა ნებისმიერ შემთხვევაში, არამედ მხოლოდ მაშინ როდესაც ეს უკანონოდ ხდება. იმისათვის, რომ ჩანაწერის გავრცელების კანონიერების საკითხი განისაზღვროს, უნდა გაირკვეს რა მოთხოვნას უყენებს ,,მაუწყებლობის შესახებ" კანონის მე-2 მუხლის ,,ჰ13" ქვეპუნქტის შესაბამისად მიღებული მაუწყებლობის ქცევის კოდექსი თითოეულ სატელევიზიო და რადიო სადგურს. საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის ,,მაუწყებელთა ქცევის კოდექსის დამტკიცების თაობაზე" 2009 წლის 12 მარტის #2 დადგენილების 35-ე მუხლის მე-17 პუნქტის შესაბამისად: ,ფარული მეთოდებით გადაღებული ან ჩაწერილი მასალის ეთერში გაშვება შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ამგვარი მოქმედება გამართლებულია." როდესაც ფარული ჩანაწერის ეთერში გაშვება ემსახურება მიყურადების შესახებ ინფორმაციის საზოგადოებისათვის მიწოდებას, ეს უდავოდ წარმოადგენს მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის საგანს, რა შემთხვევაშიც ჟურნალისტის ქმედება გამართლებულად უნდა ჩაითვალოს. ხოლო როდესაც ქმედება გამართლებულია, ის არ არის ,,უკანონო", ანუ სახეზე არ გვექნება სისხლის სამართლის კოდქსის 158-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაული. გარდა ამისა, "სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ" საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, "კერძო ცხოვრების ხელშეუხებლობისა და პერსონალური მონაცემების დაცვის მოტივით არ შეიძლება შეიზღუდოს გამოხატვის თავისუფლება (ინფორმაციის მიღებისა და გავრცელების უფლება) იმ მოვლენასთან დაკავშირებით, რომლის ცოდნაც აუცილებელია ადამიანისათვის დემოკრატიულ სახელმწიფოში საზოგადოებრივი თვითმმართველობის განსახორციელებლად." გამოძიებისას გათვალისწინებულ უნდა იქნეს მედიის მიერ ფარული ჩანაწერების გავრცელების მიზანი: როდესაც კერძო სუბიექტებს შორის საუბრის ფარული ჩანაწერის გავრცელება მიზნად ისახავს საზოგადოების ინფორმირებას სახელმწიფოს მხრიდან შესაძლო დანაშაულის შესახებ (რომ სახელმწიფო კვლავ უკანონოდ მიმართავს პირთა კერძო საუბრების ფარულ მიყურადებას)და არა კონკრეტულ პირთა კერძო საუბრის შინაარსის გამხელას, ეს წარმოადგენს ლეგიტიმურ საფუძველს მედიის მიერ ასეთი ჩანაწერის გავრცელებისათვის, რადგან მისი ცოდნა აუცილებელია საზოგადოებისათვის დემოკრატიულ სახელმწიფოში და ემსახურება საზოგადოების მიერ ხელისუფლების კონტროლის აუცილებლობის იდეას.
8. ჟურნალისტის მიერ ფარული ჩანაწერის გავრცელება ყოველთვის კანონიერად უნდა ჩაითვალოს თუ არა? ჟურნალისტის მიერ ფარული ჩანაწერის გავრცელება ყოველთვის კანონიერად არ უნდა ჩაითვალოს. თითოეულ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა მოხდეს იმის განსაზღვრა თუ რამდენად გამართლებული იყო ჟურნალისტის ქმედება და გავრცელების მიზანი და მიღწეული სიკეთე აღემატებოდა თუ არა იმ სავარაუდო ზიანს, რაც ფარული ჩანაწერის გავრცელებას მოჰყვა. 9. ჰქონდა თუ არა სახელმწიფო დაცვის სპეცალურ სამსახურს უფლება შეემოწმებინა იყო თუ არა დამონტაჟებული ფარული თვალთვალისათვის საჭირო ტექნიკური საშუალებები კერძო ტელევიზიაში? გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, 2012 წლის დეკემბერში სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის წარმომადგენლებმა შეამოწმეს ,,რუსათვი 2"", რათა დადგენილიყო იყო თუ არა დამონტაჟებული ფარული თვალთვალისათვის საჭირო ტექნიკური საშუალებები. ჩნდება კითხვა თუ რამდენად ჰქონდა აღნიშნულ სამსახურს ასეთი უფლებამოსილება? ,,სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შესახებ" კანონის პირველივე მუხლში აღნიშნულია: ,,სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური ახორციელებს სახელმწიფო ხელისუფლების შტოების, აგრეთვე მათი თანამდებობის პირთა ფიზიკურ დაცვას მართლსაწინააღმდეგო ხელყოფისაგან ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით".
ამასთან, ამავე კანონის მე-3 მუხლის თანახმად კანონიერება სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის საქმიანობის ძირითადი პრინციპია, რაც ნიშნავს იმას, რომ აღნიშნულ სამსახურს შეუძლია განახორციელოს მხოლოდ ის ფუნქცია, რაც უშუალოდ კანონით აქვს მინიჭებული. კანონის მე-4 მუხლში (2012 წელს მოქმედი რედაქციით) კი აღნიშნული იყო: აკრძალულია სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურისა და მისი თანამშრომლებისა თვის ამ კანონით გაუთვალისწინებელი ფუნქციების დაკისრება, გარდა საქართველოს პრეზიდენტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული შემთხვევებისა. ,,სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შესახებ" კანონი ამ სამსახურს არ ანიჭებს უფლებას შეამოწმოს კერძო კომპანიაში იყო თუ არა დამონტაჟებული ფარული თვალთვალისათვის საჭირო ტექნიკური საშუალებები. ჩვენ ამ უფლების მიმნიჭებელი ჩანაწერი ვერც საქართველოს პრეზიდენტის სამართლებრივ აქტებში ვნახეთ. შესაბამისად, მაღალი ალბათობით უნდა ვივარაუდოთ, რომ სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურს მსგავსი უფლებამოსილება არ გააჩნდა მიუხედავად იმისა, შემოწმება ტელეკომპანიის თხოვნითა და ინიციატივით მოხდებოდათუ ამ ინიციატივას თავად სპეციალური სამსახური გამოიჩენდა. აქვე საინტერესოა, არსებობდა თუ არა წერილობითი კომუნიკაცია ტელეკომპანიასა და სპეციალურ სამსახურს შორის და რა სამართლებრივი საფუძველი მიეთითა ამ შემოწმებას. გარდა ამისა, თუ არსებობდა ეჭვი, რომ შესაძლებელია ადგილი ჰქონოდა უკანონო ფარულ მიყურადებას, ანუ დანაშაულს, საკითხავია, თუ რატომ არ მოხდა ტელეკომპანიის მხრიდან პროკურატურის ან შსს-ს ინფორმირება", - ნათქვამია განცხადებაში.
მასალის გამოყენების პირობები

სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
მთავარი სიახლე
ბიზნესი
დღის ამბები
19:07
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
19:01
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
19:00
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
18:48
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
18:33
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
18:29
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
18:20
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
18:15
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
17:30
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
17:27
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
17:17
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
16:59
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
16:46
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
16:43
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
16:34
ჟურნალისტი არ არის ის პირი, ვისაც ყველგან შეუძლია შესვლა და ყველა კითხვის დასმა - მაჭარაშვილი
16:30
"შავი სექტემბერი გველოდება!.. 10 დღეში, მოგვენატრება 100 კაცამდე გარდაცვლილი" – გიორგი ჩალაძე
16:13
გლდანის ა მიკრორაიონის N4 კორპუსის მიმდებარედ სკვერის რეაბილიტაცია იწყება
16:00
"რომელი ვაქცინა ჯობს?“ - რას აცხადებს გიორგი ფხაკაძე
15:57
"უმეტესი გოგო ამბობს, ექიმმა მითხრა, თუ შვილი გინდა, დაიცადეო და მაინტერესებს, რას აცდევინებთ, - სიკვდილს?“ - სალომე გოგიაშვილი
15:56
წავკისში ხანძარია
პოპულარული
დღე - კვირა