„ვფიქრობდი სასჯელაღსრულების მინისტრი დროულად შეაფასებდა მის უწყებაში მომხდარ უპრეცედენტო შემთხვევას, რასაც რევანშისტული ზრახვებით შეპყრობილი ძალები აბსურდულ მოტივს უკავშირებენ (ყოველშემთხვევაში უპასუხისმგებლო გადაწყვეტილებებით ასე აიძულებენ იფიქრონ!) და მისთვის პოლიტიკური სარჩულის მიწებებას ცდილობენ.
საქართველოს სასჯელაღსრულების და პრობაციის სამინისტროს დებულების (საქართველოს მთავრობის 2009 წლის 30 იანვრის #8 დადგენილების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ს“ ქვეპუნქტი) თანახმად, მინისტრი სამსახურეობრივ ზედამხედველობას (სახელმწიფო კონტროლს) უწევს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებების საქმიანობის კანონიერებასა და მიზანშეწონილობას. ასევე პრემიერ მინისტრს წარუდგენს გაწეული მუშაობის ანგარიშს.
საინტერესოა, მაშინ როცა დეპარტამენტის თავმჯდომარის მაქსიმალური ხელფასი ისედაც თვეში 3350 ლარია, მისი მოადგილეების 2700 , რატომ, რა მოტივით, რა დამსახურებით გაიცა აშკარა კანონდარღვევით დეპარტამენტის 40 თანამშრომელზე მინიმუმ ათჯერ მეტი ხელფასის ოდენობა 2013 წლის დეკემბრის თვეში? რა პასუხს გასცემს მინისტრი პრემიერს და საზოგადოებას?“,- წერს ლადო ბედუკაძე „ფესიბუქის“ საკუთარ გვერდზე.

მასალის გამოყენების პირობები






