საგარეო საქმეთა მინისტრი ოკუპირებულ აფხაზეთში თურქი ჟურნალისტების ჩასვლის ფაქტს ეხმაურება.
მაია ფანჯიკიძის განცხადებით, საგარეო უწყებამ ყველაფერი გააკეთა, რომ ეს ვიზიტი არ შემდგარიყო. მისივე განმატებით აღნიშნული ფაქტით საქართველოს “ოკუპაციის შესახებ კანონი” ირღვევა.
“ამის მიუხედავად, ეს ვიზიტი მაინც შედგა. ჩვენ შესაბამის ზომებს მივიღებთ. დღეს შევხვდებით თურქეთის ელჩს და გადავცემთ ჩვენს დამოკიდებულებას ამ ფაქტის მიმართ. რაც არ უნდა დელეგაციები ჩადიოდნენ აფხაზეთში, ეს არ ნიშნავს მის აღიარებას და ეს არ ნიშნავს ამ შემთხვევაში თურქეთის ოფიციალურ პოზიციას აფხაზეთის მიმართ. თურქეთი მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტეს, რაც კიდევ ერთხელ დადასტურა თურქეთის პრეზიდეტმა საქართველოში ვიზიტისა, ასე რომ, ამ ოფიციალურ პოზიციაში არაფერი იცვლება”, - განაცხადა ფანჯიკიძემ.
ოკუპირებულ აფხაზეთში 80 თურქი ჟურნალისტი ჩავიდა. ჟურნალისტების კონგრესთან ერთად ოკუპირებულ ტერიტორიაზე თურქეთის ჟურნალისტთა ფედერაციის 44-ე გენერალური შეკრებაც გაიმართა.
მასალის გამოყენების პირობები






