„საქართველოს გზის“ საპატიო თავმჯდომარე სალომე ზურაბიშვილი ფარულ მოსმენებთან დაკავშირებით ბოლო დროს ატეხილ აჟიოტაჟს ეხმაურება.
როგორც ზურაბიშვილმა მაესტროს „ცხრიანში“ განაცხადა, ამ თემით „ხდება იმ თემების გადაფარვა, რომელიც ქვეყანაში აქტიური უნდა იყოს“.
თუმცა „საქართველოს გზის“ საპატიო თავჯდომარე მიიჩნევს, რომ ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით, წინა და დღევანდელი ხელისუფლების „გაიგივება არ შეიძლება“.
„ამ თემით ხდება გადაფარვა მთავარი თემების, რაც ამ ქვეყანაში აქტუალური უნდა იყოს. მოსმენები იყო წინა ხელისუფლების დროს დიდი რაოდენობით. ეს იყო ამ რეჟიმის მოქმედების პოლიტიკური ფორმა მათი ოპონენტების მიმართ. არამგონია ეს იყოს დღევანდელი ხელისუფლების პოლიტიკური ფორმა. ჩვენი მთავარი ხარვეზი არის ის, რომ ჩვენი სასამართლო არ არის ისეთი, როგორიც დემოკრატიულ ქვეყნას ეკადრება. ამიტომ მთავარი სასამართლოს რეფორმის ბოლომდე მიყვანაა. ყალბი ბალანსი, რომ წინა ხელისუფლება და დღევანდელი ერთნაირად იქცეოდა ტყუილია. მე არასოდეს გავაიგივებ დღევანდელ ხელისუფლებას წინა ხელისუფლებასთან ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






