ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია (EUMM) საჩხერეში ჯონჯოლის მკრეფავთა დაკავებებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. სადამკვირებლო მისია ყველა მხარეს განსჯისა და უერთიერთგაგებისკენ მოუწოდებს.
"ბევრი ოჯახისთვის, რომელიც ადმინისტრაციული გამყოფი ხაზის გასწვრივ ცხოვრობს, ჯონჯოლის კრეფა შემოსავლის მთავარი წყაროა. მხედველობაში იღებს რა, რამდენად მნიშვნელოვანია ეს ადგილობრივი მოსახლეობის ცხოვრების პირობებისთვის, მისია მოუწოდებს ყველა მხარეს, გაგებით მოეკიდონ მკრეფავებს, რომლებიც შესაძლოა, სამხრეთ ოსეთთან ადმინისტრაციული საზღვრო ზოლის გაღმა აღმოჩნდნენ", - ნათქვამია ევროკავშირის მონიტორინგის მისიის განცხადებაში.
EUMM-ის მონაცემებით, ევროკავშირის მონიტორინგის მისიას აღრიცხული აქვს 5 დაკავების სერია, რომელიც 26 ადგილობრივ მოსახლეს შეეხო, აქედან 18 კვლავ პატიმრობაში რჩება". ევროკავშირის მისია ყველა მათგანის სწრაფი გათავისუფლების მოწოდებით გამოდის.
მასალის გამოყენების პირობები






