პრემიერი: "ჩვენ ვართ ის პოლიტური ძალა, რომელმაც შეასრულა დაპირება"
პოლიტიკა - 17:55, 12 May, 2014     909
ხელისუფლებამ ცოტა ხანში ძალიან მნიშვნელოვანი ძვრები დაიწყო. ამის შესახებ ირაკლი ღარიბაშვილმა გორში, ადგილობრივი მოსახლეობისადმი მიმართვისას განაცხადა.

"ჩვენ ვართ ის პოლიტური ძალა, რომელმაც შეასრულა დაპირება და ხელისუფლების პოლიტიკური წნეხისგან გაათავისუფლა სასამართლო, პოლიცია, ბიზნესი, მედია. უკვე დაწყებულია და უნდა განვავითაროთ ხელსაყრელი პირობები ბიზნესისა და მეწარმეობისათვის. ახალი ტექნოლოგიების დანერგვა, ქართული პროდუქციის ექსპორტის წახალისება, ინვესტიციების მოზიდვა, ქვეყნის საწარმოო და სატრანზიტო პოტენციალის გაზრდა, ეს არის ჩვენი მთავარი პრიორიტეტი და ამოცანა. დასაქმება, ახალი სამუშაო ადგილები ჩვენი ხელისუფლების პრიორიტეტი და ამოცანაა. რა თქმა უნდა განათლება არის ის საფუძველი, რომელზეც ჩვენი ოჯახების, ჩვენი ქვეყნის კეთილდღეობა უნდა დაეფუძნოს. პირველ რიგში განათლება უნდა იყოს ხელმისაწვდომი ყველასთვის. ამ მიზნით ჩვენ უკვე დავარიგეთ უფასო სასკოლო სახელმძღვანელოები და ამით დავეხმარეთ უამრავ ოჯახს. მომავალი წლისთვის აღდგება რამდენიმე ასეული სკოლა, ეს პროცესი დაწყებულია. ჩვენ ასევე ვზრუნავთ სწავლის ხარისხის ამაღლებაზე, გავზარდეთ აბიტურიენტების დაფინანსება, 17 ფაკულტეტი გავხადეთ უფასო სტუდენტებისთვის. ყველა ნიჭიერ და ხელმოკლე ახალგაზრდას ვაძლევთ საშუალებას, გააგრძელონ საზღვარგარეთ სწავლა", -განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

როგორც პრემიერმა აღნიშნა, სოფლის სიძლიერე არის ჩვენი ქვეყნის სიძლიერე და ხელისუფლებამ სოფლის ხელშეწყობისთვის ძალიან მნიშვნელოვანი პროექტები დაიწყო. მისივე თქმით, შიდა ქართლს და გორს ყოველთვის ჰქონდა და ექნება თავისი როლი ქართული სოფლის აღორძინების საქმეში.
პრემიერის განცხადებით, სახელმწიფოს უმთავრესი პრიორიტეტია მოქალაქეების ჯანმრთელობა და წარმატებით განხორციელდა ჯანმრთელობის დაზღვევის პროგრამა.

"დღეს საქართველოში თითოეული მოქალაქე არის დაზღვეული. სახელმწიფო ზრუნავს საკუთარ მოქალაქეზე და ეს არის ჩვენი პირველი ვალდებულება. ჩვენ გავზარდეთ პენსიები. მანამ, სანამ ეკონომიკა ფეხზე დადგება, ყველას უნდა დავეხმაროთ, ვისაც ეს სჭირდება.

მე კარგად ვიცი, რომ კიდევ ბევრი პრობლემა არსებობს ჩვენს ქვეყანაში. უნდა ვაღიარო, რომ ჩვენ მძიმე მემკვიდრეობა გვერგო თითქმის ყველა სფეროში, მაგრამ ჩვენ ამ პრობლემების არ გვეშინია.

პრობლემების მოგვარებაში თითოეული თქვენგანის ჩართვის საშუალებას იძლევა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები, რომელიც არ ჰგავს წინანდელ არჩევნებს. ახალი თვითმმართველობის სისტემა საშუალებას გვაძლევს ყველა პრობლემა პრიორიტეტების მიხედვით თქვენი გადაწყვეტილების მიხედვით ადგილობრივ ხელისუფლებასთან ერთად ადგილზე მოაგვაროთ", - განაცხადა ღარიბაშვილმა.




მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42