პრემიერმა გორში ,,წინა ხელისუფლების გაუაზრებელ და უგუნურ პოლიტიკზე" ისაუბრა
პოლიტიკა - 17:25, 12 May, 2014     1711
საქართველოს პრემიერის ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, ის რომ საქართველო ომში ჩათრეული აღმოჩნდა და დღეს საქართველოს ტერიტორიები დროებით დაკარგული და ოკუპირებულია, წინა ხელისუფლების გაუაზრებელი და უგუნური პოლიტიკის შედეგია.

ამის შესახებ ირაკლი ღარიბაშვილმა გორის მოსახლეობის წინაშე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მან ადგილობრივებს ანდრია პირველწოდებულის ხსენების დღე მიულოცა და მშვიდობა უსურვა.

"სამშობლოს ერთგულებაში ქართლელებს ტოლი არ გყავთ. მშვიდობა ტყუილად არ ვახსენე. სულ ცოტა ხნის წინ თქვენ თქვენს თავზე გამოსცადეთ ის საშინელება, რასაც ჰქვია აგვისტოს ომი, რომლის იარებიც ჯერაც არ მოშუშებულა. ის, რომ საქართველო ამ ომში აღმოჩნდა ჩათრეული და ჩვენი ტერიტორიები დღეს არის დროებით დაკარგული და ოკუპირებული, ის, რომ საკუთარ სამშობლოში დევნილად იქცა ათასობით ადამიანი, წინა ხელისუფლების გაუაზრებელი და უგუნური პოლიტიკის შედეგია. ჩვენ ვცდილობთ, გაწონასწორებული და კარგად გათვლილი ნაბიჯებით, ყველა საერთაშორისო ბერკეტის გამოყენებით დავძლიოთ ომის უმძიმესი შედეგები", - აღნიშნა ღარიბაშვილმა.

პრემიერი განსაკუთრებით მიესალმა დევნილებს და ისაუბრა იმის შესახებ, რომ გორის მიმდებარე სოფლებში მოსახლეობა დღესაც დიდი საფრთხის ქვეშ ცხოვრობს.

"ჩვენი მთავრობა ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ შეგიმსუბუქოთ ტკივილები. მაქსიმალურად ვეცდებით, არც ერთი დევნილი არ დარჩეს საკუთარი ჭერის გარეშე, ვიდრე საკუთარ სახლ-კარს დაუბრუნდებიან", - განაცხადა ღარიბაშვილმა და აგვისტოს ომში დაღუპული გმირები გაიხსენა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42