"ქართული ოცნება" წყალტუბოში მომხდარ ინციდენტზე განცხადებას ავრცელებს
პოლიტიკა - 17:10, 12 May, 2014     1775

საარჩევნო ბლოკი „ქართული ოცნება“ წყალტუბოს შტაბში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

საარჩევო ბლოკის რეგიონული სამსახური გმობს წყალტუბოს რაიონული ორგანიზაციის ოფისში შეჭრის და პროვოკაციის მოწყობის ფაქტს.

“საარჩევნო ბლოკ „ქართულ ოცნებას“ წყალტუბოს რაიონში გააჩნია ერთადერთი საარჩევნო შტაბი, რომელიც მდებარეობს რუსთაველის ქ№4-ში და მისი ხელმძღვანელია ჯემალ ფანცხავა.

ნებისმიერი სხვა ჯგუფი, რომელიც საუბრობს წყალტუბოს შტაბის სახელით, არის არაკეთილისმოსურნე ძალების მხრიდან მართული და ცდილობს, ხელოვნური პრობლემები შეუქმნას ჩვენი რაიონული ორგანიზაციის წინასაარჩევნო კამპანიას.

აღსანიშნავია, რომ ოფისში შეჭრილ ადამიანებს თან ახლდა პარტია „ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოს“ რამდენიმე წევრიც, რომლებიც უმკაცრესად იქნებიან დასჯილნი და დატოვებენ ჩვენი პარტიის რიგებს.

გვჯერა, რომ აღნიშნულ ინციდენტს შეისწავლიან სამართალდამცავი ორგანოებიც და კანონის შესაბამის გადაწყვეტილებას მიიღებენ.

გვინდა ჩვენს მოსახლეობას ვუთხრათ, რომ მიუხედავად პროვოკაციების მცდელობისა, ჩვენ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს ჩავატარებთ მშვიდ და პოზიტიურ გარემოში და ერთად მივალთ საბოლოო გამარჯვებამდე”, - ნათქვამია რეგიონული სამსახურის განცხადებაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42