ნილს მუიჟნეკსი: ,,ხელისუფლებამ ყველაფერი უნდა გააკეთოს ძველი პრაქტიკის მოსასპობად"
პოლიტიკა - 16:23, 12 May, 2014     1221

ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა დაცვის კომისარი ნილს მუიჟნეკსი მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას უკანონო მოსმენებთან დაკავშირებით, ძველი ხელისუფლების პრაქტიკა არ გაიმეოროს.

როგორც „მოამბესთან“ სატელეფონო საუბრისას მიუჟნეკსიმ განაცხადა, მის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში ცალკე თავი სწორედ უკანონო მომმენებს უკავია.

ევროსაბჭოს კომისარი მიიჩნევს, რომ აღნიშნული პრობლემის მოგვარებას მთავრობა სერიოზულად უნდა მიუდგეს.

„ჩემს მოხსენებში არის ცალკე თავი უკანონო მოსმენებთან დაკავშირებით, რასაც ადგილი ჰქონდა წინა ხელისუფლების დროს და რაც არის ადამიანის უფლებების საკმაოდ უხეში დარღვევა. მე მივესალმები არალეგალურად ჩაწერილი ვიდეომასალის განადგურებას, ასევე პერსონალური მონაცემების დაცვის ინსპექტორის დანიშნვნას. მოვისმინეთ ოფიციალური განცხადებები, რომ არალეგალურად მოსმენები არ ხდება. მიუხედავად ამისა, საქართველოში არის ეჭვები, რომ ე.წ. ფარული მოსმენები ისევ მიმდინარეობს. მაგალითად საუბარია შავ ყუთებზე, რომლითაც აღჭურვილია ტელესაკომუნიკაციო ტელეკომპანიები, რაც სატელეფონო მოსმენების საშუალებას იძლევა. მთავრობა ამ თემას ძალიან სერიოზულად უნდა მიუდგეს. მთავრობამ უნდა გაითვალისწინოს რას ამბობს სახალხო დამცველი. საქართველოს ხელისუფლებამ არ უნდა გაიმეოროს ის შეცდომები, რასაც ადგილი ჰქონდა ყოფილი მთავრობის დროს. ვიცით, რომ ახალ კანონზე მიდის მუშაობა, კანონმდებლობა მნიშვნელოვანია, მაგრამ მისი აღსრულებაა მთავარი. ხელისუფლებამ ყველაფერი უნდა გააკეთოს ძველი პრაქტიკის მოსასპობად“, - განაცხადა მუიჟნეკსიმ.

ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა დაცვის კომისარი ნილს მუიჟნეკსმა ანგარიში დღეს გამოაქვეყნა.

ანგარიშის მიხედვით, „საჭიროა დამატებითი ძალისხმევა მართლმსაჯულების სისტემის მიმართ საზოგადოების ნდობის გაძლიერებისა და ტოლერანტობის და უმცირესობათა უფლებების ხელშეწყობის მიზნით“.

“წინასწარი პატიმრობის შეფარდების რაოდენობის კლება და სასამართლოების მიერ გამოტანილი გამამართლებელი განაჩენების რიცხვის ზრდა, როგორც ჩანს, მიუთითებს მანამდე არსებული, ბრალდების მხარის შუამდგომლობებისა და დასაბუთებების სასამართლო განაჩენში თითქმის ავტომატურად ასახვის პრაქტიკისგან გადახვევაზე. მუდმივი სიფხიზლეა საჭირო სასამართლოს დამოუკიდებლობის დაცვისა და განმტკიცების უზრუნველსაყოფად. ასევე, მოსამართლეების დასაცავად დაუშვებელი ჩარევისგან. მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნება დებულების გადასინჯვა მოსამართლეების სამწლიან გამოსაცდელ ვადასთან დაკავშირებით”, - ნათქვამია ანგარიშში.

სისხლის სამართლის გამოძიებებისა და სასამართლო საქმის წარმოების ხარვეზების შესახებ საჩივრებთან დაკავშირებით, კომისარი აღნიშნავს, რომ სასამართლო სისტემა უნდა იყოს იმდენად სტაბილური, რომ არჩევნების შედეგად ხელისუფლების ცვლილებას გაუძლოს.

„შეშფოთების საფუძველს იძლევა გამუდმებული ჩივილი სასამართლო პროცედურებთან დაკავშირებით არსებულ ნაკლოვანებებზე ისეთ შემთხვევებში, როდესაც საქმე პოლიტიკურ ოპონენტებს ეხება. საქართველოს მთავრობამ ყველას სამართლიანი სასამართლოს უფლების დაცვით, მათ შორის უდანაშაულობის პრეზუმფციის გათვალისწინებით უნდა მოაგვაროს ეს საკითხები”, - ნათქვამია ანგარიშში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42