,,უფლებადამცველთა გაერთიანების’’ თავმჯდომარე ნიკოლოზ მჟავანაძემ, „მოქალაქეთა დაცვის ინსტიტუტის“ თავმჯდომარე გიორგი მარიამიძემ და „ადვოკატთა იურისტთა საერთაშორისო ობსერვატორიის“ თავმჯდომარე გრიგოლ გაგნიძემ „რუსთავი 2“–ის მიერ უკანონოდ მოპოვებული ვიდეომასალის გავრცელებასა და აღნიშნული ფაქტის სამართლებრივ შედეგებთან დაკავშირებით პრესკონფერენცია გამართეს.:
,,უფლებადამცველთა გაერთიანების’’ თავმჯდომარე ნიკოლოზ მჟავანაძის განცვხადებით, „რუსთავი 2“–ის გენერალური მდივანის ნიკა გვარამიას განცხადება ფარული ვიდეოჩანაწერების გავრცელებამდე, როცა მან უკანონოდ მოპოვებული მასალების ტელევიზიაში არსებობა დაადასტურა, მოსმენებში ხელისუფლება დაადანაშაულა და ჯოჯოხეთს დაჰპირდა მათ, წარმოადგენს არა დამოუკიდებელი ტელეკომპანიის ხელმძღვანელის, არამედ ხელისუფლების მიმართ ოპოზიციურად განწყობილი ლიდერის მუქარას. არა გვგონია CNN-ის, BBC-ის ან რომელიმე სხვა ქვეყნის წამყვანმა ტელეკომპანიის ხელმძვანელმა მსგავსი განცხადებები გააკეთონ. ეს, ხომ ჟურნალისტური ეთიკი ნორმებს ეწინააღმდეგება".:
„2013 წელს ოპოზიციისა და ხელისუფლების წარმომადგენლების ფარულად გადაღება შეეძლო, როგორც ხელისუფლებას, ასევე იმ პერიოდში მოქმედ საქართველოს პრეზიდენტის დაქვემდებარებაში მყოფ სახელმწიფო დაცვის სამსახურს, რაც სავსებით ლოგიკურია თუ გავითვალისწინებთ, რომ სწორედ სააკაშვილის ხელისუფლებამ შექმნა პირადი ცხოვრების 28 000 ვიდეო ფაილი.
გამოძიების გარეშე ხელისუფლების დადანაშაულება და თან მუქარა- ჩვენ კიდევ გაგვაჩნია მსგავსი ვიდეოები და ირიბი მინიშნება, როცა გვინდა გამოვაქვეყნებთ, ჟურნალისტური საქმიანობიდან გამომდინარე მოვიპოვეთ და პასუხს ვერ მოგვთხოვთო, ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 24–ე მუხლის 4–ე პუნქტს, სადაც აღნიშნულია,
,,ამ მუხლის პირველ და მეორე პუნქტებში ჩამოთვლილ უფლებათა განხორციელება შესაძლებელია კანონით შეიზღუდოს ისეთი პირობებით , რომლებიც აუცილებელია დემოკრატიულ საზოგადოებაში სახელმწიფო უშიშროების , ტერიტორიული მთლიანობის ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად , დანაშაულის თავიდან ასაცილებლად , სხვათა უფლებებისა და ღირსების დასაცავად , კონფიდენციალურად აღიარებული ინფორმაციის გამჟღავნების თავიდან ასაცილებლად ან სასამართლოს დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობის უზრუნველსაყოფად.’’
ასევე ევროკონვენციის 10–ე მუხლის 2–ე პუნქტს: ,,ამ თავისუფლებათა განხორციელება, რამდენადაც ის განუყოფელია შესაბამისი ვალდებულებისა და პასუხისმგებლობისაგან, შეიძლება დაექვემდებაროს ისეთ წესებს, პირობებს, შეზღუდვებს ან სანქციებს, რომლებიც გათვალისწინებულია კანონით და აუცილებელია დემოკრატიულ საზოგადოებაში ეროვნული უშიშროების, ტერიტორიული მთლიანობის ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების ინტერესებისათვის, უწესრიგობისა თუ დანაშაულის აღსაკვეთად, ჯანმრთელობის ან მორალის დაცვის მიზნით, სხვათა რეპუტაციის ან უფლებების დასაცავად, საიდუმლოდ მიღებული ინფორმაციის გამჟღავნების თავიდან ასაცილებლად ან სასამართლო ხელისუფლების ავტორიტეტისა და მიუკერძოებლობის უზრუნველსაყოფად’’.
ობიექტური და დროული გამოძიების ჩატარების შემთხვევაში შესაძლებელია გამოიკვეთოს რუსთავი 2–ის გენერალური მდივნის ნიკა გვარამიას და ამ საქმეში მონაწილე სხვა პირთა სისხლისამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხი სისხლის სამართლის კოდექსის შემდეგი მუხლებით; 158 –ე მუხლი კერძო კომუნიკაციის საიდუმლოების დარღვევა, 318–ე მუხლი სააბოტაჟი, 364–ე მუხლი– სამართლალწარმოების განხორციელებისათვის ან გამოძიებისათვის ხელის შეშლა, 373–ე მუხლი ცრუ დასმენა და 375–ე მუხლი– დანაშაულის დაფარვა, 376–ე მუხლი– დანაშაულის შეუტყობინებლობა.
რაც შეეხება იმას თუ ვინ მიაწოდა უკანონოდ მოპოვებული ვიდეომასალები რუსთავი 2–ს. ჩვენ გვაქვს სერიოზული ეჭვი, რომ აღნიშნული მასალები ეკა კვესიტაძის გადაცემაში მოხდა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის უშუალო მითითებითა და ეკა კვესიტაძის მეუღლის, სააკაშვილის დროინდელი შსს მაღალჩინოსნის ანალიტიკური დეპარტამენტის ყოფილი უფროსის შოთა უტიაშვილის დახმარებით. აქედან გამომდინარე, მოვუწოდებთ პროკურატურას დროულად დაიკითხნონ ამ საქმეზე მიხეილ სააკაშვილი, შოთა უტიაშვილი და ჟურნალისტი ეკა კვესიტაძე“, - განაცხადა მჟავანაძემ.
მასალის გამოყენების პირობები






