საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლის, ადამიანის უფლებადამცველი კომიტეტის თავმჯდომარის ეკა ბესელიას განცხადებით, ფარული მიყურადების აპარატურა წინა მთავრობის წევრებმა მოიპარეს, გამოძიებამ კი მათი ვინაობა უნდა დაადგინოს:
“აპარატურა, რომ მოიპარა თავის დროზე მერაბიშვილის და ახალაიას პერიოდში მისმა, ალბათ, ნდობით აღჭურვილმა პირებმა ამის გამო ჭიკაიძე დავსაჯოთ და არა ის პირები ვინც ეს გააკეთა? იმის თქმა, რომ ხელისუფლება უსმენს და პირდაპირ ხელი დავადოთ კონკრეტულ პირებს ეს არის უსამართლობა და სულსწრაფობა. უნდა დავაცადოთ გამოძიებას", - განაცხადა ბესელიამ.
დეპუტატის განცხადებით ახალმა მთავრობამ, ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ ფარული მიყურადების პრევენციისთვის სპეციალური ჯგუფი შექმნა, განადგურდა არსებული მასალები და გამოცხადდა სამთვიანი ამნისტიციის პერიოდი.
მასალის გამოყენების პირობები






