,,ნაციონალური მოძრაობა" ვლდიმერ ბუნტურიძესთან დაკავშირებით განცხდებას ავრცელებს
პოლიტიკა - 14:22, 12 May, 2014     1825

პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" "რუსთვის 2"-ის დაცვის ყოფილ უფროსთან ვლდიმერ ბუნტურიძესთან დაკავშირებით განცხდებას ავრცელებს, რომელსაც „ნიუპოსტი“ უცველელად გთავაზობთ:

„10 მაისს „ნაციონალურმა მოძრაობამ“ გაასაჯაროა დოკუმენტი, რომელიც მას სასჯელაღსრულების დეპარტამენტიდან მიაწოდეს და რომელიც დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ აღებულ მაღალ ხელფასებს ასახავდა. ხელფასები გაცემულია 20 დეკემბერს და ეს ფაქტი ჩვენი აზრით 17 დეკემბერს "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" გენერალური მდივანი ვანო მერაბიშვილის საკნიდან უკანონო გაყვანას უკავშირდება.

აღმოჩნდა, რომ ამ საქმესთან დაკავშირებული დარღვევები ამით არ ამოწურულა. დეპარტამენტის თავჯდომარისა და მისი მოადგილეების მიერ 2014 წლის დასაწყისში შევსებული დეკლარაციები არ მოიცავს ზემოაღნიშნულ შემოსავლებს.

1. დიმიტრი დარბაისელი - საქვეუწყებო დაწესებულების სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარე - დეკლარაცია შევსებული 2014 წლის 5 მარტს და მოიცავს 2013 პირველი იანვრიდან 31 დეკემბრის ჩათვლი მიღებული შემოსავალს. შემოსვალის წყაროდ საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტრო საერთოდ არ აქვს მითითებული. მხოლოდ 2013 წლის დეკემბერში მიღებული აქვს 18,222.50 ლარი.

2. ვლადიმერ ბუნტურიძე - საქვეუწყებო დაწესებულების სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილე - დეკლარაცია შევსებული 2014 წლის 8 მარტს და მოიცავს 2013 პირველი იანვრიდან 31 დეკემბრის ჩათვლი მიღებული შემოსავალს. საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტრო მიღებულ შემოსავალში წერია 2 670.00 ლარი. მხოლოდ 2013 წლის დეკემბერში მიღებული აქვს 38,390.89 ლარი.

3. გოგი გახარია - საქვეუწყებო დაწესებულების სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილე - დეკლარაცია შევსებულია 2014 წლის 13 მარტს და მოიცავს 2013 პირველი იანვრიდან 31 დეკემბრის ჩათვლი მიღებული შემოსავალს. საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტრო მიღებულ შემოსავალში წერია 2 125.95 ლარი. მხოლოდ 2013 წლის დეკემბერში მიღებული აქვს 39,130.34 ლარი პლიუს.

4. სიმონ მაჩაიძე - საქვეუწყებო დაწესებულების სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილე - დეკლარაცია შევსებულია 2014 წლის 14 თებერვალს და მოიცავს 2013 პირველი იანვრიდან 31 დეკემბრის ჩათვლი მიღებული შემოსავალს. საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტრო მიღებულ შემოსავალში წერია 2 175.61 ლარი. მხოლოდ 2013 წლის დეკემბერში მიღებული აქვს 38,733.56 ლარი.

5. შალვა ტორაძე - საქვეუწყებო დაწესებულების სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილე - დეკლარაცია შევსებულია 2014 წლის 13 მარტს და მოიცავს 2013 პირველი იანვრიდან 31 დეკემბრის ჩათვლი მიღებული შემოსავალს. საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტრო მიღებულ შემოსავალში წერია 3 7780.00 ლარი. მხოლოდ 2013 წლის დეკემბერში მიღებული აქვს 31,263.77 ლარი.

სახეზე გვაქვს კიდევ ერთი კორუფციული, ჯგუფური დანაშაულის ფაქტი. ყოველივე ზემოთ თქმულიდან გამომდინარე მოვითხოვთ, საქვეუწყებო დაწესებულების სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარის დიმიტრი დარბაისელის თანამდებობიდან გადადგომას და ამ საკითხებთან დაკავშირებით დაგამოძიების დაწყებას", - აღნიშნულია განცხადებაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42