უმცირესობის წევრი გოგა ხაჩიძე შს მინისტრის მიერ „რუსთავი 2“-ზე გასულ ჩანაწერებთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებას ეხმაურება.
„მოკლედ და პირდაპირ!...ერთი არ გიპოვიათ პორტატული აპარატურა, რომელიც თურმე შსს-დან მოვიპარეთ და ვიღაცეების მოსასმენად ვიყენებთ, ღიად ჩავთვლი, რომ ცრუპენტელა ლენჩები და უუნაროები ხართ!
მინიშნება: ჭიკაიძე! იქ ეძებე, სადაც საბურავებს ვინახავთ!
p.s. ვ.თ.პ.უ. (ვაი თქვენს პატრონს უბედურს)“, - წერს ხაჩიძე „ფეისბუქზე“.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ალექსანდრე ჭიკაიძე „რუსთავი 2“-ის მიერ გამოქვეყნებულ ჩანაწერებს ეხმაურება.
მისი თქმით, არსებობს კუდ-ის თანამშრომლების ჩვენებები, რომ მოსასმენი აპარატურა "ერთ-ერთ ღამეს დატვირთეს და მოდულის შენობიდან გაიტანეს".
ჭიკაიძის განმარტებით, აღნიშნული ფაქტი შს უწყებაში ირაკლი ღარიბაშვილის მისვლამდე მოხდა.
მასალის გამოყენების პირობები






