პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ვახტანგ ხმალაძე “რუსთავი 2“-ის მიერ გამოქვეყნებულ ჩანაწერებს გამოეხმაურა.
მისი თქმით, შესაძლებელი იყო, რომ ჩანაწერები პირდაპირ პროკურატურას გადასცემოდა და ეთერში არ გასულიყო.
„სამართლებრივი თვალსაზრისით, არის კანონი, რომელიც სრულ თავისუფლებას აძლევს მედიას ნებისმიერი ინფორმაციის გამოქვეყნებისთვის, თუმცა ასეთ დროს საკითხი წყდება საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე. შესაძლებელია ეთქვათ, რომ არსებობდა ჩანაწერები და აღნიშნული გამოუქვეყნებლად გადაეცათ პროკურატურისთვის. ამ შემთხვევაში დაცული იქნებოდა, როგორც პირადი საიდუმლო, ასევე მართლმსაჯულების ინტერესები. საერთოდ, ვფიქრობ, რომ ასეთ საკითხებს ფრთხილად უნდა მივუდგეთ“, - განაცხადა ხმალაძემ.
10 მაისს ტელეკომპანიამ პოლიტიკოსების და ბიზნესმენების საუბრის ჩანაწერები გამოაქვეყნა.
მასალის გამოყენების პირობები






