რუსეთის მიერ აზერბაიჯანის ტერიტორიაზე განლაგებულ სტრატეგიული ობიექტების მართვის შეთანხმება ამოიწურა, ხოლო მის გაგრძელებაზე მხარეები ვერ შეთანხმდნენ.
აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, აზერბაიჯანმა ყველაფერი გააკეთა რათა სადგურის საიჯარო ხელშეკრულება გაგრძელებულიყო თუმცა უშედეგოდ.
აზერბაიჯანმა სადგურისთვის ყოველწლიური საიჯარო ფასი 7 მილიონი დოლარიდან 300 მილიონ დოლარამდე გაზარდა, ამან კი რუსეთის გაღიზიანება გამოიწვია.
ამას გარდა, ყაზახეთში დაიწყო პროცესი კოსმოდრომის და ქალაქ ბაიკონურის ყაზახეთის იურისდიქციაში გადასვლის.
როგორც ყაზახეთის ,,კაზკოსმოსის’’ ხელმძღვანელი ტალგატ მუსაბაევი აცხადებს, მოსკოვმა და ასტანამ დაიწყო საკითხზე მუშაობა ეტაპობრივად კოსმოდრომის ყაზახეთისთვის გადასემის თაობაზე. ზუსტი თარიღი უცნობია, თუ როდის მოხდება, ,,ჩენ დავასახელეთ 2015 წელი, ისინი თანახმა არ არიან, მაგრამ საკითხზე მუშაობა გრძელდება’’-აცხადებს მუსაბაევი.
როგორც მოსკოვი აცხადებს, 2050 წლიდან რუსეთი ბაიკონურს და კოსმოსურ ხომალდებს გაუშვებს ამურის ოლქიდან.
მასალის გამოყენების პირობები






