პრეზიდენტი აცხადებს, რომ ბუნებრივია, როცა სხვადასხვა მოვლენას პრემიერი და პრეზიდენტი განსხვავებული კუთხით აფასებენ.
„პრემიერი არის კოალიციის თავმჯდომარე, პრემიერი არის პარტიის თავმჯდომარე და პრემიერი არის აღმასრულებელი ხელისუფლების ხელმძღვანელი და ბუნებრივია, რომ ის სხვა კუთხიდან ხედავს რაღაც საკითხებს და ბუნებრივია, რომ პრეზიდენტი სხვა კუთხიდან აფასებდეს ამა თუ იმ მოვლენას, პრეზიდენტი, რომელიც აღარ არის აღმსარულებელი ხელისუფლების ხელმძღვანელი, ასე ვთქვათ არაუნისუნი, რაც აქამდე ძალიან დამახასიათებელი იყო ჩვენი ხელუფლებისთვის, არამედ აზრთა ასეთი ცალ-ცალე გამოთქმა და არაერთი „მესიჯბოქსით“ მუშაობა კიდევ ერთხელ დამამტკიცებელია იმ დემოკრატიული გარემოსი, რომელშიც ვარსებობთ, რომ ეს ყველაფერი არ იმართება ერთი დიქტატით",- განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






